საგურამოში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
დევნილთა სააგენტოს ცნობით, ყოფილი კოლეჯის შენობაში საკანალიზაციო სისტემა შეიცვალა, რაც დევნილების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა. სამუშაოები კი არასამთავრობო ორგანიზაციამ “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ განახორციელა.
„დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მანანა ნარიმანიძე, GIZ-ის პროგრამის დირექტორი ფრედერიკე როხოვანსკი და ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მარსელა მაქსფილდი საგურამოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.
შეხვედრაზე ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით სააგენტოში არსებული პროგრამებიც გააცნო“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.