ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მეჩხეთურში ცენტრალური გზის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
ჭიათურის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით 5 კილომეტრამდე გზა მობეტონდება. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება.
“სოფელი მეჩხეთური მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. სოფელში 155 ოჯახი ცხოვრობს. მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელი იყო და ადგილობრივებს ტრანსპორტით გადაადგილება უძნელდებოდათ.
მეჩხეთურის გზის სამშენებლოდ გამოყოფილი თანხა 1 078 950 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “ჯთბ გოლდენ ეიჯ“ ასრულებს”, – განმარტავენ მერიაში.
პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულზე დასრულდება. გზის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
ამასთან, მერიის ინფორმაციით, სოფელ მეჩხეთურში მიმდინარე წელს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა.