ზესტაფონის მერიამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბიუჯეტო ცვლილებები წარუდგინა

411

ზესტაფონის მერიამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბიუჯეტო ცვლილებები წარუდგინა.

მერიის მიერ ინიცირებული პროექტების შესაბამისად, დაგეგმილია:

  • დაბა შორაპანში, ზაზა გაჩეჩილაძისა და ზიბზიბაძეების საუბნო გზების რეაბილიტაცია.
  • ქვედა საზანოში, ცენტრალურ გზაზე მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა.
  • გრიშაშვილის ქუჩაზე, მდ. აჯამურაზე არსებული ხიდისა და მიმდებარე გზის რეაბილიტაცია.
  • სოფელ ზედა საქარაში, ბარბაქაძეების და ფერაძეების დამაკავშირებელი საუბნო გზის რეაბილიტაცია.
  • ქოჩიაშვილის ქუჩაზე ბეტონის საფარის და სანიაღვრე არხის მოწყობა;
  • ფალიაშვილის ქუჩაზე, გზის დარჩენილი მონაკვეთის და სანიაღვრე არხის მოწყობა;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ოთხ ლოკაციაზე, სავარჯიშო ტრენაჟორების განთავსება;

ამასთან, საბიუჯეტო ცვლილებების გათვალისწინებით, გაიზარდა, სოციალური დაცვის სამსახურის, გარკვეული პროგრამების დაფინანსება.