კასპში ფარნავაზის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ბეტონის საფარი ეწყობა.
როგორც კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ქუჩაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ჭები, ბაზალტის ახალი ბორდიურები, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, საფეხმავლოზე დაიგო ასფალტის ფენა.
გზის რეაბილიტაციას უსფ „შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა მშენებლობა კასპიისპირეთის სამმართველო“ ახორციელებს. ქუჩის რებილიტაციაზე 510 677 ლარი იხარჯება.
მათივე ცნობით, ამორტიზირებული ქუჩის კეთილმოწყობა უზრუნველყოფს გადაადგილების პრობლემის მოხსნას.