ახმეტის მერია: მარტში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამით 153 ბენეფიციარმა ისარგებლა

560

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2021 წლის მარტის თვეში დახმარება გაეწია 153 ბენეფიციარს და გაიხარჯა სულ 48 185 ლარი. კერძოდ:

ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 82 ბენეფიციარს – 31 410 ლარით;

დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე 10 ბენეფიციარისათვის დაფინანსდა 3 225 ლარის ღირებულების მედიკამენტები;

,,განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის „ დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 9 ბენეფიციარი – 5 280 ლარით;

პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში (9 ოჯახი) 1 400 ლარი;

მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს (10 ბენეფიციარი)- დაუფინანსდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადი – 1000 ლარი;

პირველი ჯგუფის უსინათლოთათვის განკუთვნილი დახმარება გაიცა 4 ბენეფიციარზე 800 ლარი;

95 წელს გადაცილებულ 1 ბენეფიციარზე გაიცა დახმარება 150 ლარის ოდენობით;

დაუნის სინდრომის მქონე 10 პირზე გაიცა დახმარება 2 000 ლარის ოდენობით;

აუტისტური სპექტრის მქონე 3 პირზე გაიცა დახმარება 600 ლარის ოდენობით;

დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 11 პირს დაუფინანსდა ტრანსპორტირების ხარჯი 770 ლარით;

ომის ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი 1 ბენეფიციარს – 250 ლარის ოდენობით;

რეინტეგრირებულ ბავშვთა ბიოლოგიური ოჯახების ერთჯერადი დახმარება – 2 ბენეფიციარი – 1000 ლარის ოდენობით;

ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცა 1 ბენეფიციარზე – 300 ლარის ოდენობით.