აბაშის მუნიციპალიტეტში შუბლაძის ქუჩის გასწვრივ რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს

548

აბაშის მუნიციპალიტეტში, ნოღოხაშის უბანში, შუბლაძის ქუჩის გასწვრივ რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის რეკონსტრუქცია-მოწყობისა და შემოღობვის სამუშაოები მიმდინარეობს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა ამორტიზებულმა სანიაღვრე ქსელმა განაპირობა, გარკვეულ მონაკვეთებზე წყლის დაგუბებას იწვევდა და ძლიერი წვიმის დროს იტბორებოდა მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ნაკვეთები და სასაფლაო.

“პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შპს “TWINS თვინსი“ აწარმოებს. აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.