გამყრელიძე: Pfizer-ს მილიონი დოზა ვაქცინა ოფიციალურად შევუკვეთეთ

300

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო Pfizer-თან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაზე აქტიურად მუშაობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

„ლაპარაკია მილიონ დოზაზე, რომელიც ოფიციალურად შევუკვეთეთ Pfizer-ს. მაგრამ ზუსტი თარიღი, თუ როდის ან რა ეტაპობრიობით შეიძლება მოვიდეს ეს დოზები, ჯერ არ არის ცნობილი. ვიცით მხოლოდ ის, რომ ივნისში Pfizer-ის გარკვეული დოზები ისევ COVAX-ით შემოვა, მაგრამ ძალიან ლიმიტირებული დოზები იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.