“ევროპული საქართველო”: პარტიის ხობის მაჟორიტარობის კანდიდატზე თავდახმა მოხდა

753

“ევროპული საქართველო” აცხადებს, რომ პარტიის ხობის მაჟორიტარობის კანდიდატზე თავდახმა მოხდა. ინფორმაცია პარტიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

“22 სექტემბრის საღამოს, ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და მამამისს, ჯემალ ჭანტურიას თავს დაესხნენ უცნობი პირები. თავდამსხმელებმა ორივე მათგანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს – მოსთხოვეს კამპანიის შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დამატებითი ძალადობით დაემუქრნენ. სოფელ ქვალონში ჩამოხეულია ევროპული საქართველოს ყველა პლაკატი”, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ევროპული საქართველო” მომხდარს ხელისუფლებას აბრალებს და რეაგირებისთვის საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მიმართავს.

“ამ ტიპის ძალადობა შედეგია ხელისუფლების მრავალწლიანი პრაქტიკის, როცა მოძალადეებს დასჯის მაგივრად ახალისებენ, ხოლო პოლიტიკურ ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდებიან. ევროპული საქართველო მიმართავს ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას რეაგირებისთვის. ამ ტიპის დანაშაულის დაუსჯელობა მხოლოდ იმის ნიშანი იქნება, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანის წარმართვას სწორედი ასეთი გზით გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ეს თავდასხმა სწორედ იმ დღეს მოხდა, როცა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სპეციალური განკარგულება გამოსცა წინასაარჩევნოდ ძალადობის აღსაკვეთად”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.