ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე ახალი 9 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანის სამუშაოები ზაფხულში დაიწყება.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი წერეთელი აღნიშნავს, გვირაბის გასაყვანად საჭირო საბურღი საშუალება საქართველოში უკვე ჩამოტანილია. ამ მოწყობილობის ნაწილი უკვე ატანილია კობში, ნაწილის ატანა კი, რთულმა მეტეოროლიგიურმა პირობებმა შეაფერხა. ვითარების გაუმჯობესების შემდეგ, მოწყობილობას ააწყობენ და სავარაუდოდ, 3-4 თვეში ქვეშეთის გვირაბის ბურღვითი სამუშაოები დაიწყება.
„ეს არის უნიკალური პროექტი. ასეთი პროექტები თითზე ჩამოსათვლელია. დაგეგმილია 9 კილომეტრიანი უწყვეტი გვირაბის აშენება, რომლის რადიუსი 15 მეტრი იქნება. ასეთი ნაგებობა ძალიან ცოტაა მსოფლიოში“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.
მისივე თქმით, ზამთრის პერიოდში, კობი-გუდაურის გზაზე არსებული ვითარება ამ გვირაბისა და გზის მშენებლობის აუცილებლობის ნათელი დასტურია. გვირაბის აშენების შედეგად, რეგიონში გადაადგილება წლის ნებისმიერ დროს უსაფრთხოდ შესაძლებელი იქნება.