ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების მოწესრიგება მიმდინარეობს

347

ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების მოწესრიგება გრძელდება. საგზაო სამუშაოები ზღვისუბნის XI მ.რ. II კვ. N32, 32ა, 33 და 33ა კორპუსებთან მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.

„ზღვისუბანში აქტიურად ვაგრძელებთ შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაციას. რამდენიმე წლის წინ აღნიშნულ მისამართზე წყალარინების მოძველებული ქსელი შევცვალეთ, ახლა კი კაპიტალურად კეთდება გზა. საგზაო სამუშაოები ხვალამდე დასრულდება და ამ კორპუსებში მცხოვრები 240 ოჯახი კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 110 000 ლარი გამოყო.