ვაკის მაჟორიტარს კორონავირუსი დაუდასტურდა

737

“ქართული ოცნების” კიდევ ერთ დეპუტატს, ნოდარ ტურძელაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ტურძელაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“მეგობრებო, მიუხედავად ერთწლიანი სიფრთხილისა და რეგულაციების მკაცრი დაცვისა, გუშინ ჩემთვის გაკეთებული PCR ტესტის პასუხი დადებითია. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ და იზოლაციაში ვაგრძელებ მკურნალობას”, – წერს ვაკის მაჟორიტარი.