დგებუაძე: სკოლების დისტანციურ სწავლაზე გადასვლა დამოკიდებულია Covid 19-ის ყოველდღიურ სტატისტიკურ მონაცემებზე

424

სკოლების დისტანციურ სწავლაზე გადასვლა დამოკიდებულია ყოველდღიურ სტატისტიკურ მონაცემებზე, თუ დინამიკაში გაიზრდება, ან შემცირდება, საკოორდინაციო საბჭო ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

დგებუაძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ყველა რეგულაციის დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს.

„განათლების სამინისტრო ყოველდღიურად აკეთებს განცხადებას კოვიდ სიტუაციასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა დადგენილი, იმისთვის, რომ ჩვენს მოსწავლეებს, სტუდენტებს შესაძლებლობა მივცეთ სწავლა გააგრძელონ. ესაა პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს. სკოლების დისტანციურ სწავლაზე გადასვლა დამოკიდებულია ყოველდღიურ სტატისტიკურ მონაცემებზე, თუ დინამიკაში გაიზრდება, ან შემცირდება, საკოორდინაციო საბჭო ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა დგებუაძემ.