ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში მცხოვრებლები სკვერის და რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ

490

ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში მცხოვრებლები სკვერის და რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ. ამბობენ, რომ არა ერთი დაპირების მიუხედავად საკითხი არ მოგვარდა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

მოსახლეობის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლების მოპირდაპირედ აუთვისებელ ტერიტორიაზე ზაფხულში ქვეწარმავლების სიმრავლეა, რაც საფრთხეს ქმნის. კიდევ ერთი მოთხოვნა ტერიტორიის დამისამართებაა.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხის შესახებ ინფორმირებულები არიან, უკვე შეისყიდეს სკვერის  მოსაწყობად პროექტიც. რაც შეეხება დამისამართებას, საკითხს შეისწავლიან.