ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს

455

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს.  მთავრობის 2020 წლის 29 ოქტომბრის #2148 განკარგულებით ხარაგაულში 2021-2023 წლებში ექვსი სოფლის – ღარიხევის, ქროლის, წიფის, ღუდუმექეთის, ლაშის იგორეთისა და კიცხის იგორეთის გაზიფიცირება იგეგმება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. 

კონკრეტულად რა ნაბიჯები გადადგა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, რომ უფრო მეტი სოფელი გაზიფიცირდეს და რა შედეგით დასრულდა მისი მცდელობა, – ამ შეკითხვით კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.

„რეგულარულად ვუკავშირდები გაზის ტრანსპორტირების კომპანიას. ვიმედოვნებ, რომ 2021-2023 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეტი სოფელი გაზიფიცირდება“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 79 სოფლიდან ამ დრომდე გაზიფიცირებულია დაბა ხარაგაული, ბაზალეთი, ჯაფაროული, ჩხერი, ისლარი, ახალსოფელი, თეთრაწყარო.

კიცხში, ფარცხნალში, ლაშესა და ვარძიაში მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალი გაიყვანეს.