ხარაგაულის საკრებულომ მერიაში შტატების გაზრდას მხარი დაუჭირა

306

ხარაგაულის საკრებულომ 30 მარტს, სხდომაზე მერიაში შტატების გაზრდის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. 

ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის, ინფორმაციით, შესყიდვების სამსახურის შესაქმნელად მერიაში ორი შტატის დამატება სჭირდებათ, – სახელმწიფო შესყიდვების სამართლებრივ საკითხებში I კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში II კატეგორიის სპეციალისტის.

მერიაში ასევე იზრდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა.

მერია შრომითი ხელშეკრულებით შვიდი ადამიანის დასაქმებას აპირებს:

მათგან სამი პირის – იურისტი, სოცმუშაკი და ფსიქოლოგი – „ბავშვზე ზრუნვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში“;
შრომითი უსაფრთხოების სპეციალისტის – მერიაში,
სოცმუშაკის – მერიის სოციალურ სამსახურში;
ორ ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ორი ასისტენტის.
რომელ ტერიტორიულ ერთეულებში დაინიშნებიან მერის წარმომადგენლის ასისტენტები, ჯერჯერობით, განსაზღვრული არ არის.

საკრებულომ მერიაში შტატების ზრდას მხარი დაუჭირა.