,,პატრიოტთა ალიანსის“ ფოთის საკრებულოს წევრი მალხაზ ბუკია უაქციზო სიგარეტების გადატანის ბრალდებით დააკავეს.
“პატრიოტთა ალიანსის” ფოთის მერობის კანდიდატი მაია ჩხარტიშვილი ბუკიას დაკავებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.
-“მალხაზ ბუკია არის ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი და უშიშარი ჩემი გუნდის წევრი. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს ფაქტი ჩემს პიარკამპანიას უკავშირდება, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.
„რა თქმა უნდა გამოძიებას დაველოდები, დეტალურად არ ვიცი ეს საქმე, მაგრამ გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს უკავშირდება ჩემს პიარკამანიას. მალხაზ ბუკია არის ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი და უშიშარი ჩემი გუნდის წევრი. გუშინ დავრეგისტრირდით ჩვენ , ის პროპორციულ სიაში მეოთხე ნომერი იყო და მალთაყვის უბნის მაჟორიტარი. ის საკრებულოში ,,პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის თავმჯდომარეა. თავისი გამბედაობით და ობიექტურობით ვთვლიდი, რომ სერიოზული თანამებრძოლი მყავდა“, – აღნიშნა მაია ჩხარტიშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი