საქართველოს მელიორაცია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემა წესრიგდება

337

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.

როგორც „საქართველოს მელიორაციაში” აცხადებენ, ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მოლიან-ჩალიანის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.

„სოფელ ჭანიეთის, ცხემლისხიდისა და გურიანთას ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება, ჯამში 12 კილომეტრი.

სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს.

დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთრი ძალებით ახორციელებს მაისში დასრულდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.