65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს ვაქცინაციასთან დაკავშირებული რეგისტრაციის გავლა დღეიდან შეეძლებათ

521

65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს ვაქცინაციასთან დაკავშირებული რეგისტრაციის გავლა დღეიდან შეეძლებათ.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატარინე ტიკარაძის განცხადებით, შესაბამისი პორტალი ხელმისაწვდომი 25 მარტიდან იქნება.

როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, ამ პერიოდში მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომლითაც ისინი პორტალზე დარეგისტრირებას შეძლებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის პორტალი ხელმისაწვდომი იქნება 25 მარტიდან. წინა პერიოდში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომლითაც ისინი მოახერხებენ პორტალზე დარეგისტრირებას. სამედიცინო პერსონალის კომპონენტში კი ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება. უბრალოდ, 25 მარტის შემდეგ, ჩვენი ექიმები ვერ გამოიყენებენ იმ განსაკუთრებული რიგის მართვის კომპონენტს, რომელზე ხელმისაწვდომობაც მათ ამ პერიოდშიც ჰქონდათ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაცით, 25 მარტიდან, მედიცინის მუშაკებს და 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ.