აჭარის უმაღლესი საბჭოს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მანდატების შეწყვეტაზე სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო

567

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს.

ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, გია აბულაძისათვის, ლევან ანთაძისათვის, ელგუჯა ბაგრატიონისათვის, მედეა ვასაძისათვის, გიორგი კირთაძისა და მამული სურმანიძისათვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ – ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

მისი განცხადებით, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით, უმაღლესი საბჭოს აღნიშნულმა წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით, 2020 წლის 21 დეკემბერს მიმართეს, ანუ საშემოდგომო სესიის დახურვის შემდეგ. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით კი, სესიებს შორის ვადების დინება შეჩერებულია და ვადის ათვლა, მხოლოდ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე ანუ 2 მარტს დაიწყო.

მგალობლიშვილის თქმით, კომიტეტმა მანდატების შეწყვეტაზე სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო.

„საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, საკითხის განსახილველად, რეგლამენტის თანახმად, მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 15 დღე აქვს განსაზღვრული, რაც დღეს, 24 მარტს იწურება. კომიტეტის აპარატი დაუკავშირდა უმაღლესი საბჭოს ექვსივე წევრს და დაადგინა მათი ხელწერების ნამდვილობა.

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა უმაღლესი საბჭოს აღნიშნული წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე და საკითხს მხარი დაუჭირა.

ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, კომიტეტმა საკითხი სამართლებრივ ჭრილში განიხილა. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მას უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღებენ. მანამდე კი, კომიტეტის დასკვნა ბიუროს წარედგინება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.