საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ, თბილისის საკრებულოს არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიის მეათე ნომერმა გიორგი ალიბეგაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აქამდე ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.
“წინა მოწვევის დროს ვიყავი მესამე ნომერი. არ არის მთავარი რომელი ნომერი იქნები, მთავარია გუნდთან ერთად სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და თბილისს წინსვლის საშუალება მისცე. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით კი კონსულტაციები გაგრძელდება. აქამდე ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა”, – აღნიშნა ალიბეგაშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი