დმანისის სოფელ ამამლოში წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია იგეგმება

598

დმანისის სოფელ ამამლოში წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია იგეგმება.

როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ სამუშაოებზე 16 979 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო წინადადებების მიღება 19 მარტს დაიწყება და 22 მარტს დასრულდება.