წინა სტატია
მარნეულის ერთ-ერთ სოფელში, დამია-გეორარხის 18-ე საარჩევნო უბნიდან შემაჯამებელი ოქმის დაკარგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ანა ილურიძემ განაცხადა, საუბნო კომისიის თავმჯდომარე გამოკითხვაზე იმყოფება.
მისივე თქმით, მას თავმჯდომარემ უთხრა, რომ ოქმი მოპარეს. ილურიძის განმარტებით, მომხდარს გამოძიება დაადგენს.
ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, თბილისის არც ერთ მაჟორტარულ ოლქს გამარჯვებული არ ჰყავს და ყველგან მეორე ტურია. აღსანიშნავია, რომ ამ დროის მონაცემებით, თბილისის 8 ოლქიდან 7 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ, გლდანში კი უპირატესობა ოპოზიციონერ კანდიდატ ნიკა მელიას აქვს.
თბილისში პირველ და მეორე ადგილას გასული კანდიდატების წინასწარი შედეგი ასეთია:
#1 მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქი:
ბექა ოდიშარია - 47.72%
შალვა შავგულიძე - 28.84%
#2 ვაკის მაჟორიტარული ოლქი
ნოდარ ტურძელაძე -...
ცესკოს ვებგვერდზე ატვირთულ შემაჯამებელ ოქმებში, ზოგიერთ შემთხვევაში, შეუსაბამობებია - ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა ათეულობით აღემატება ბათილი ბიულეტენებისას და სუბიექტებისათვის მიცემული ხმების რაოდენობის ჯამს.
მას შემდეგ, რაც მედიაში მრავალი ასეთი ოქმი გავრცელდა და ამაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმაც მიუთითეს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეუსაბამობები იმით განმარტა, რომ ამომრჩეველთა ნაწილი მხოლოდ პროპორციული წესით აძლევდა ხმას.
"სპეციალურ უბნებზე რიგი ამომრჩევლის შემთხვევებში ამომრჩევლებს არ ჰქონდათ მაჟორიტარული, ან სხვა წესით...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმების 48,64% - 1871 უბანი.
მონაცემების მიხედვით:
ქართულმა ოცნებამ ხმების 49,98% მიიღო
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 25,42%
ევროპული საქართველო - 3,82%;
პატრიოტთა ალიანსი - 3,3%
ლელო - 3,10%
სტრატეგია აღმაშენებელი - 3,05%
გირჩი - 2,83%
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,32%
ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და დღეს, 1 ნოემბერს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აანონსებს. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე...
ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, რეგიონების 22 მაჟორიტარული ოლქიდან ხუთ ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება. ამასთან, ამ დრომდე გამოქვეყნებული არ არის ზუგდიდის მონაცემები.
წინასწარი შედეგების მიხედვით, რეგიონებში მეორე ტურში “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.
ამ დროისთვის არსებული მონაცემები ასეთია: -
#10 თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი
ირაკლი ქადაგიშვილი - 46.44%
გიორგი ბოტკოველი - 40.69%
#12 რუსთავის...
ოპოზიციის წარმომადგენლები, დღეს 1 ნოემბერს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს.
„ბევრი შევიკრიბეთ, ბევრი ჩვენი კოლეგა არჩევნების გამო არის სხვადასსხვა რეგიონებში გასული და ხვალ ბრუნდებიან დედაქალაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადაწყვეტილება იყო სწრაფად მისაღები და ეს გადაწყვეტილება მღებულია. ხვალ 16:00 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე. ეს...
შემდეგი სტატია
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია-გეურარხის მე-18 საარჩევნო უბნიდან შემაჯამებელი ოქმი დაიკარგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავები გამოძახებულები არიან.
მომხდართან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კომენტარი არ გაუკეთებია.
საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა.
მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს უმოკლეს ვადაში მიაწვდის და მიღებისთანავე, სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge აიტვირთება.
დღეს საქართველოს...
ცესკოს შენობასთან ხმაურია. ადგილზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზვიად კუპრავა.
საპატრულო პოლიციის წევრები ცესკოს შენობასთან მყოფ პირებს ცესკოს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოყვა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ოპოზიცია კოორდინირებულად იმოქმედებს და შესაბამის განცხადებებს გააკეთებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიციური პარტიების, "ნაციონალური მოძრაობისა" და " ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა...
„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა, ძირითადად, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა. თუმცა, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს პრობლემური იყო ხმის მიცემის ფარულობის, მარკირების და წილისყრის წესის, კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების და სხვა პროცედურული ხასიათის დარღვევები. განსაკუთრებულად პრობლემური იყო რიგ უბნებზე და მათ მიმდებარედ ფიზიკური დაპირისპირების და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის...
სამეგრელოში, ცაიშში 103-ე და 73-ე საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგია გაითიშა. შუქი ზუსტად მაშინ ჩაქრა, როდესაც ხმის დათვლის პროცესი დაიწყო. ელექტროენერგიის მიწოდება უბანზე რამდენიმე წუთში აღდგა.
შუქი უბნების დახურვისა და ხმების დათვლის პროცესის დაწყებისთანავე მარნეულშიც ჩაქრა. ოპოზიციის ინფორმაციით, ამ ვითარებით მმართველი გუნდის კოორდინატორებმა ისარგებლეს და მესამე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტინები ჩაყარეს.
"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში, ხატია დეკანოიძე, 81-ე უბანზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს. როგორც დეკანოიძე ამბობს, პირი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მისი შტაბის წევრზე იძალადა, პოლიციას არ დაუკავებია და ის ახლა საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესს ესწრება.
"იძალადა ახალგაზრდა ქალზე, წაართვა ტელეფონი, ეს ადამიანი დაკითხვაზე ჰყავდათ და მაშინ კრიმინალურმა პოლიციამ გვითხრა, რომ ჩვენ დავაკავებთო ამ ადამიანსო და ეს ადამიანი ახლა ხმებს...
ვაშლიჯვარის N87 უბანზე ბიულეტენებს სანთლის შუქზე ითვლიან, - ამის შესახებ ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს.
ტელეკომპანია ფორმულამ Edison Research-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. 20:00-ის მონაცემით, გამოკითხულთა 60%-მა პასუხზე უარი განაცხადა. რაც შეეხება პარტიებს, მათი შედეგი ასეთია:
ქართული ოცნება – 46%;
ენმ-ძალა ერთობაშია – 28 %
ევროპული საქართველო – 5%
ლელო - 3%
გირჩი – 3%
პატრიოტთა ალიანსი – 2%
სტრატეგია აღმაშენებელი – 2%
ლეიბორისტული პარტია – 1%
მოქალაქეები – 1%
სხვა პარტიები ჯამში – 9%
რაც შეეხება თბილისს, შედეგები ასეთია:
...
„ლელოს“ საპარლამენტო სიის №2-მა დავით უსუფაშვილმა ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები შეაფასა და განაცხადა:
„ამ არჩევნებმა აჩვენა რომ საქართველო მართლა არის სხვანაირი, მრავალფეროვანი, მრავალპარტიული და ის ვინც ერთპარტიულებისკენ ილტვოდა და ამას ცდილობდა ეს არ გამოუვა. არც დღევანდელს, არც გუშინდელს, არც ხვალინდელს.
დიახ, ჩვენ საქათველოში ვისწავლით პოლიტიკური დიალოგის და პოლიტიკური თანამშრომლობის კულტურას. ეს აჩვენა ამ არჩევნებმა, ესაა ჩვენი მოქალაქეების გზავნილი. ამასთანავე ეგზიტპოლების შედეგებიდან გამომდინარე,...
"საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, მარნეულში N13, N22, N65 უბანზე ერთმა ადამიანმა, სულ მცირე, ათჯერ მისცა ხმა.
ორგანიზაციის დამკვირვებელმა მომხდარზე ვიდეოს გადაღებაც მოახერხა.
დარწმუნებული ვარ, გვეყოლება მრავალპარტიული პარლამენტი, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო სასურველი საქართველოს ამომრჩევლისთვის, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
ნინო ლომჯარიას თქმით, ეს არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
“მე მინდა მაინც პოზიტივით დავიწყო, მიუხედავად იმისა, თუ რა ნეგატივი ახლდა წინასაარჩევნო პერიოდს თუ ამ არჩევნების დღეს, მე მაინც ვფიქრობ, რომ რა ზუსტი შედეგითაც არ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































