ოპოზიციის წარმომადგენლები, დღეს 1 ნოემბერს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს.
„ბევრი შევიკრიბეთ, ბევრი ჩვენი კოლეგა არჩევნების გამო არის სხვადასსხვა რეგიონებში გასული და ხვალ ბრუნდებიან დედაქალაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადაწყვეტილება იყო სწრაფად მისაღები და ეს გადაწყვეტილება მღებულია. ხვალ 16:00 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი. და ეს ომი ჩვენ არ წაგვიგია. ეს არ იყო არჩევნები და ყველამ დავინახეთ რასთან გვქონდა საქმე. მოკლედ და კონკრეტულად ხვალ ყველა 16:00 საათზე რუსთაველზე“, – განაცხადა მელიამ.