მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია-გეურარხის მე-18 საარჩევნო უბნიდან შემაჯამებელი ოქმი დაიკარგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავები გამოძახებულები არიან.
მომხდართან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კომენტარი არ გაუკეთებია.
საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა.
მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს უმოკლეს ვადაში მიაწვდის და მიღებისთანავე, სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge აიტვირთება.
დღეს საქართველოს ამომრჩეველი მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევდა. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული. საარჩევნოდ 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი იყო რეგისტრირებული.