ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმების 48,64% – 1871 უბანი.
მონაცემების მიხედვით:
ქართულმა ოცნებამ ხმების 49,98% მიიღო
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – 25,42%
ევროპული საქართველო – 3,82%;
პატრიოტთა ალიანსი – 3,3%
ლელო – 3,10%
სტრატეგია აღმაშენებელი – 3,05%
გირჩი – 2,83%
ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები – 1,32%
ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და დღეს, 1 ნოემბერს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აანონსებს. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება.