ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ვაკის ოლქში 299 ბიულეტენია გამქრალი.
ელენე ხოშტარიას თქმით, აღმოჩენილია გაყალბებული ხელმოწერაც.
„საგანგაშოა ბათილების რაოდენობა, ვაკის ოლქში 3989 ბათილი ბიულეტენია, რაც უბანზე საშუალოდ არის 50 ბათილი, ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, 7% გამოდის, რაც უჩვეულოა. ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ ამას ჰქონდა კამპანიური ხასიათი, სპეციალურად არ აწერდნენ ხელს ან არ ურტყავდნენ ბეჭედს ისეთ ბიულეტენს, როცა ცნობდნენ ოპოზიციონერებს.
აღმოჩენილია გაყალბებული...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი, გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, თუ ვის აქვს საოლქო საარჩევნო კომისიებზე დასწრების უფლებამოსილება. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
"საოლქო საარჩევნო კომისიებზე დასწრების უფლებამოსილება გააჩნიათ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის ერთ წარმომადგენელს, ასევე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ერთ ადგილობრივ დამკვირვებელს, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელს თარჯიმანთან ერთად და ასევე აკრედიტირებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. შესაბამისად, მივმართავთ ყველა...
“ლელოს” ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც საარჩევნო საოლქო კომისიებთან მიმდინარე დაპირისპირება შეაფასეს და განაცხადეს, რომ დაპირისპირების მიზეზი “ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაა, რომ არცერთი პარტიის საჩივარი არ განიხილოს. “ლელო” აცხადებს, რომ მათი გადაწყვეტილება გაყალბების გაგრძელებაა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება არის დანაშაული.“არცერთი პარტიის და ორგანიზაციის საჩივარი არ განიხილება, ეს გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილის “ქართულმა ოცნებამ” თავის დამქაშების დახმარებით და არის ტოტალური...
"საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოსა" (TI) და "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) განცხადებით, იმ საოლქო საარჩევნო კომისიების უმრავლესობამ, რომლებმაც განიხილეს საჩივრები, არ დააკმაყოფილა შემაჯამებელი ოქმის ბათილობისა და ბიულეტენების ხელახლა დათვლის მოთხოვნა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) მიერ შეტანილი საჩივრები რამდენიმე ოლქში სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზით განუხილველი დატოვეს, ხოლო განხილული საჩივრების უმრავლესობა არ დააკმაყოფილეს.
საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრების განუხილველად...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საბურთალოს, ბოლნისის, ხაშურის, ხულოს, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უბნების გადათვლის მიუხედავად, შედეგები უცვლელი დარჩა.
რაც შეეხება ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გორის და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს, როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, აქაც დასრულდა საჩივრების განხილვის პროცესი, თუმცა, გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით აცნობებენ.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ წუთებშიც მიმდინარეობს საოლქო...
აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და აქტივისტები საპროტესტო აქცია გუშინ, გვიან ღამით შეწყვიტეს.
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესურსს აჭარის რეგიონისკენ მიმართავენ და მოსახლეობას შეხვდებიან.
მისი თქმით, მოსახლეობას გაყალბებულ არჩევნებზე ინფორმაციას მიაწვდიან, რათა კვირას ბათუმში დაგეგმილ მასშტაბურ აქციაში მონაწილეობა მიიღონ და მათი ხმების დაცვა მოხდეს.
"ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიცია კრიმინალების მიერ ჩატარებულ არჩევნებს...
ავტორი: მაგდა პოპიაშვილი
მმართველი პარტიის კანდიდატი ხაშური-ქარელის ოლქში ზაალ (ზაზა) დუგლაძე პარლამენტში ჯერ არ შესულა და უკვე მერის, გიორგი გურასპაშვილის გადადგომას ითხოვს. ადგილობრივების და მედიის ცნობით, დუგლაძესა და გურასპაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იმის გამო მოხდა, რომ დუგლაძემ არჩევნები პირველივე ტურში ვერ მოიგო. გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც პარტიის შიდა წყაროებიც ადასტურებენ, სწორედ ამის გამო მოსთხოვა მაჟორიტარობის კანდიდატმა პირდაპირი წესით არჩეულ...
პოლიციამ კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილის, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ბ.ო. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის...
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები, რომლის ფარგლებში, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები გამოიცვლება, 5 ნოემბერს, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს.
„დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მეტეხის გვირაბი ჩაიკეტება, რის გამოც, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება“, – აცხადებენ მერიაში.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საარჩევნო ოქმებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ამ ინფორმაციას ოპოზიციის მიერ გავრცელებული სპეკულაცია უწოდა.
მდინარაძემ სპეცუბნებზე მაჟორიტარულ ოქმებში დაფიქსირებულ დისბალანსთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ინფიცირებულები და იზოლაციაში მყოფები ხმას პროპორციულ სიას აძლევდნენ, მაჟორიტარს კი მხოლოდ ის ამომრჩევლები ირჩევდნენ, რომლებიც იმ ოლქში ცხოვრობდნენ, სადაც სპეცუბანი იყო გახსნილი. რაც თავის მხრივ დისბალანსის გამომწვევი გახდა.
„პირველ რიგში, შევეხები სპეცუბნებს, სადაც...
„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, ოქმებთან დაკავშირებით საოლქო კომისიაში ასეულობით საჩივარია შესული.
როგორც ჩიხრაძე აღნიშნავს, სამგორის ოლქში მისი ხმები გაბათილებული იყო.
„ვერ მოხერხდა ყველა ოქმის გასაჩივრება, რადგან ძალიან დიდი გაურკვევლობაა თითოეულ მათგანში. წარმოუდგენელია სრული სურათი შეიქმნას მოკლე დროში, რა დროშიც გვევალებოდა ამის გაკეთება. სამგორის ოლქში 97 უბნის გახსნა და გადათვლა მოხერხდა. ჩვენი ხმები მაჟორიტარულში იყო განულებული, ხოლო...
საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გლობალური პანდემიის, ქვეყნის საარჩევნო სისტემაში შეტანილი ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი ცვლილებების, პოლიტიკური პოლარიზაციისა და მოქმედი პარლამენტის მიმართ შემცირებული ნდობის ფონზე ჩატარდა - ამის შესახებ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ NDI-ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშშია ნათქვამი.
მათივე თქმით, საარჩევნო დინამიკასა და პოლიტიკური გარემოს ფორმირებაზე კრემლის მხრიდან მომავალმა მუდმივმა აგრესიამ და რეგიონში სიტუაციის გამწვავებამაც იქონია გავლენა.
„არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, კორონავირუსის...
შედეგების ოქმებში ხარვეზებმა, საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ შესაძლო დაშინების თაობაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და წინასაარჩევნოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მუდმივმა განცდამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკანონმდებლო ბაზის და ადმინისტრაციული პროცედურების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გადაფარა, - ამის შესახებ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ NDI-ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშშია ნათქვამი.
მათივე თქმით, პირველი ტურის შედეგების შეჯამებისა და 21 ნოემბერს დაგეგმილი...
მარნეულის მერიის "ახალგაზრდული იდეების კონკურსში" გამარჯვებული პროექტების სია ცნობილია. პროგრამის მიზანი მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და ინტეგრაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, გარემოს დაცვა და თანასწორი შესაძლებლობებია. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მერიის ახალგაზრდულ საქმეთა სპეციალისტმა მარიამ ტყეშელაშვილმა თქვა, თითოეული პროექტის მაქსიმალური თანხა 3 000 ლარია.
„ საერთო ჯამში მივიღეთ 23 პროექტი. სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შედგებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისგან, თვთმმართველობის წარმომადგენლებისა და აქტიური ახალგაზრდებისგან,...
სენაკის ქუჩების ნაწილსა და სოფელ მენჯისში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოეწყობა. წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, კომპანია რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძნობს. ამჯერად, ქალაქ სენაკის ცალკეული ქუჩებისა და სოფელ მენჯის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე გამოცხადდა ტენდერი.
„ტენდერში მონაწილეობის მსურველები წინადადებების წარდგენას 4 ნოემბრიდან - 9 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ. გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ, სამუშაოები 12 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. ქალაქ სენაკისა და სოფელ მენჯის წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია,...
მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთ უბანზე შემაჯამებელი ოქმი გააუქმა, რასაც თავმჯდომარის და მდივნის დისციპლინური პასუხისმგებლობა მოჰყვა, მარნეულის და სამგორის ოლქების კონკრეტულ უბნებზე კი, ოქმები ჩასწორდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, #27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ #11.27.46 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენა.
როგორც კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნულ უბანზე ოქმის შევსებისას დაშვებულმა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































