ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის 12,4 კმ-იანი (კმ1-კმ12.4) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზა, გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე გადის. არსებული გზის დაზიანებული კაპიტალური საფარი და სავალ ნაწილზე წარმოქმნილი დიდი ზომის ორმოები გზით სარგებლობას მნიშვნელოვნად ართულებდა. „მიმდინარე სამუშაოები მოიცავს გზის სრულ რეაბილიტაციას. ჩატარდება მიწის...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ რეგიონის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან 2021 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილა, შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, 9 მუნიციპალიტეტმა - ქუთაისი, საჩხერე, ბაღდათი, ხარაგაული, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, წყალტუბო, ხონი, სახელმწიფო რწმუნებულთან არსებულ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს ცვლილებების შეტანის თხოვნით მიმართა. სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომის წევრებმა წარმოდგენილ ყველა პროექტს დაუჭირეს მხარი. „ვიდეოკონფერენციის ფორმატში...
პროექტის - ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისათვის (ADA-SFMRD) ფარგლებში, დუშეთის სოფელ ბოდორნას „საქმიან ეზოში“ მზის ავტონომიური მიკროელექტროსადგური დამონტაჟდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ხელს შეუწყობს საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას, შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას და დაზოგავს ფინანსურ რესურსებს. „პროექტს ახორციელებს CENN, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლად სიღარიბის აღმოფხვრასა და საქართველოს მთავრობის მიერ, მდგრადი...
წყალმომარგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცხემლისხიდის, დვაბზუსა და მშვიდობაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მსურველები, წინადადებების წარდგენას 22-დან 27 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ. სამუშაოების ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია. გამარჯვებულმა კომპანიამ, პროექტი 24 თვეში უნდა დაასრულოს. აღნიშნულ სოფლებში წყლის ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია. არსებული სატუმბო სადგური და რეზერვუარი არ ფუნქციონირებს. გამომდინარე აქედან, მოსახლეობა სასმელ წყალს ინდივიდუალური ჭებისა და მცირე წყაროების...
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ალვანიდან თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები განაახლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,სასაზღვრო ავიაციამ განახლებული რეისით სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა. გზის ჩაკეტვის გამო თუშეთში დარჩენილი მოსახლეობა კი ბარში ჩამოიყვანა. “ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ომალოსა და მიმდებარე სოფლებში რეგულარულად, კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურება. რეგულარული რეისების...
ზამთრის კურორტებზე სეზონის გახსნის თარიღი კლიმატურ პირობებსა და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ ზამთრის სეზონის გახსნის თარიღთან დაკავშირებით განუცხადეს. კითხვაზე, რამდენად მომზადებულია ზამთრის კურორტები სეზონისთვის, „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ აცხადებენ, რომ ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დასრულდა, ამასთან, მიმდინარეობს კობი-გუდაურის სათხილამურო არეალის აღჭურვა საზვავე უსაფრთხოების სისტემებით და გუდაურში აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური რეზერვუარის წყლით შევსება. „ავსტრიულ-შვეიცარულმა...
თამარ ჟვანია თუ სადმე საარჩევნო უბანზე მივა, „სირცხვილის კორიდორი“ აუცილებლად დახვდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, „სირცხვილის კორიდორს“, მოქალაქეების წინააღმდეგ არ ეთანხმება. „თუ რამე სადმე კორიდორი იქნება, ეს შეეხება მხოლოდ და მხოლოდ ჩინოვნიკებს, მაგალითად, თამარ ჟვანია თუ სადმე მივა საარჩევნო უბანზე, აუცილებლად იქ დახვდება სირცხვილის კორიდორი. საუბარია მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებზე, თუ ასეთი...
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლევან ვარშალომიძის განცხადებაზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა და დააზუსტა, რომ მათი მხარდამჭერები დადგებიან ყველა უბანთან და გააპროტესტებენ არჩვენებს. გიორგი კირთაძის თქმით, „სირცხვლის კოროდირში“ გავლა მოუწევთ არჩევნების გაყალბებაში ჩართულ ადამიანებს, კომისიისა და მთავრობის წევრებს. კირთაძის განცხადებით, კონსულტაციები აქვთ სხვა პარტიებთან და 20 ნოემბერს გააჟღერებენ კონკრეტულ გეგმას. ცნობისთვის, ბათუმში, კვირას  გამართულ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს...
წინა სტატია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართულ ოცნებასთან“ დებატებისთვის „ევროპული საქართველო“ მზადაა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, დებატები ამ კრიზისს ვერ განმუხტავს. „მიუხედავად იმისა, რომ კობახიძესთან, მდინარაძესთან, ნებისმიერ ამ პოლიტიკურ „კლოუნთან“ დებატები ამ კრიზისს ვერ განმუხტავს, „ევროპული საქართველო“, ჩვენი გუნდი მთლიანად, ყოველთვის მზად ვართ. რაღაც გამოცდილება დებატების გვაქვს, პარლამენტში ყოფნისას,...
დედაქალაქის მერი, ნიკა მელიას ბრალდებებს პასუხობს და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას, რომელმაც კალაძეს დღეს უშუალოდ დაადო ხელი გლდანში, მისი საარჩევნო შტაბის გადაწვის ორგანიზებაში, "სამარცხვინოს" უწოდებს: "უცხო ქვეყნის მოქალაქის, პოლიტიკური ავანტიურისტის პირადი მოხმარების პარტიის უუფლებო წევრი, რომელიც აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებებს არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო. რასაც ისინი აკეთებდნენ და თავად შეუძლიათ, გააკეთონ, ჰგონიათ, რომ იგივეს გაკეთება შეუძლია...
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას დებატებში იწვევს. ეს ინიციატივა მან რუსთავი 2-ზე, გადაცემა "ღამის კურიერის" წამყვანებს გააცნო და შესაბამისი ფორმატი შესთავაზა. კობახიძის თქმით, იგი ოპონენტებს დებატებში დაარწმუნებს, რომ საარჩევნო დარღვევები "სპეკულაციებია". "გთავაზობთ რომ შევქნათ ფორმატი, სადაც ჩვენ დაგვიპირისპირდებიან ამ პარტიის წარმომადგენლები და გარწმუნებთ, რომ დამტკიცდება ყველა მათი მანიპულაცია და სპეკულაცია. ახლა თემა ხომ არის კონკრეტული? - საარჩევნო დარღვევები, ხარვეზები, მანიპულაცია....
წინა სტატია ბოდვაა, არ არსებობს მსგავსი მუხლი, მორიგი სიგიჟეა. „სირცხვილის კორიდორის“ ჩატარების უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კახა კალაძის განცხადებას, რომელიც „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობის შემთხვევაში შესაძლო სამართლებრივ რეაგირებას ეხებოდა. კაპანაძის თქმით, „ევროპული საქართველო“ „სირცხვილის კორიდორის“ ინიციატივას ემიჯნება და აღნიშნავს, რომ ეს არ იქნება სწორი. „ჩვენ გვგონია, რომ ეს არასწორია. არასწორი ამოცანაა, არასწორი...
"ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის დღეს „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა სისხლის სამართლის დანაშაულია. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ 21 ნოემბერს ასეთი ფაქტები დაფიქსირდება, ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება მოჰყვება. „ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს ის და ხაზი უნდა გაესვას, რომ მათ რიგებშიც გაჩნდნენ ადამიანები, ვისაც აზროვნების...
წინა სტატია თბილისის საქალაქო სასამართლომ არჩევნებთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მორაობის" სარჩელი არ დააკმაყოფილა. ენმ-ძალა ერთობაშიას წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, სავარაუდოდ, ისინი გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. ნაციონალური მოძრაობა საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმებს ასაჩივრებდა და მათ გაბათილებას მოითხოვდა. ენმ-ის გარდა, სარჩელები არ დაუკმაყოფილეს არც სხვა პარტიებს, მათ შორის, ევროპულ საქართველოსა და დემოკრატიული მოძრაობა — ერთიან საქართველოს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელი ოქმი 13 ნოემბერს მიიღეს. ცესკომ ოპოზიციის არც ერთი საჩივარი...
დღეს, 17 ნოემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა.  როგორც ცნობილია, სახელმწიფო მდივანი თბილისში დღის მეორე ნახევარში იქნება. ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს. დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. საქართველოს საგარეო...
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორსა და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც კლინიკაში ამბობენ, მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და ის სახლში მკურნალობს. "მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს", — ნათქვამია განცხადებაში. პანდემიის დაწყების დღიდან თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის მართვის პროცესში ჩაერთო, როგორც კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დგინდება და განისაზღვრება ვირუსის მართვისა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ