თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

326

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორსა და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც კლინიკაში ამბობენ, მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და ის სახლში მკურნალობს.

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს”, — ნათქვამია განცხადებაში.

პანდემიის დაწყების დღიდან თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის მართვის პროცესში ჩაერთო, როგორც კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დგინდება და განისაზღვრება ვირუსის მართვისა და მკურნალობის პროტოკოლები.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 45 ადამიანი. დღეის მონაცემებით, სულ ქვეყანაში ინფიცირებულია 85 952 ადამიანი.