“სამარცხვინო” – კალაძე მელიას ბრალდებას პასუხობს

451

დედაქალაქის მერი, ნიკა მელიას ბრალდებებს პასუხობს და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას, რომელმაც კალაძეს დღეს უშუალოდ დაადო ხელი გლდანში, მისი საარჩევნო შტაბის გადაწვის ორგანიზებაში, “სამარცხვინოს” უწოდებს:

“უცხო ქვეყნის მოქალაქის, პოლიტიკური ავანტიურისტის პირადი მოხმარების პარტიის უუფლებო წევრი, რომელიც აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებებს არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო. რასაც ისინი აკეთებდნენ და თავად შეუძლიათ, გააკეთონ, ჰგონიათ, რომ იგივეს გაკეთება შეუძლია სხვას“, – ამბობს კახა კალაძე.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დაასახელა იმ პირის ვინაობა, რომლის დავალებითაც, მისივე ინფორმაციით, გლდანში ენმ-ის შტაბს დაესხნენ თავს. როგორც მელიამ აღნიშნა, მის შტაბზე თავდასხმაში ე.წ. კანონიერ ქურდის ნოდარ შუკაკიძის ხელი ურევია. მელია ამბობს, რომ შუკაკიძე ქართული ოცნების გენერალურ მდივანთან კახა კალაძესთან და მმართველი გუნდის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატთან ლევან კობიაშვილთან დაახლოებული პირია, ხოლო მისი ძმა, ლევან შუკაკიძე, პოლიტიკოსის თქმით, მის შტაბთან ახლოს ცხოვრობს.

16 ნოემბერს, ნიკა მელიას შტაბს ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა. თავდამსხმელებმა ოფისს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს.