შემდეგი სტატია
თბილისის მერია ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ახორცილებს პროექტს, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას უჭერს მხარს. 26 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისში“, თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გაიმართება.
თბილისის მერიის ცნობით, შეხვედრა დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების“ ფარგლებში ჩატარდება.
როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, აღნიშნული პროექტის...
მოლაპარაკების საგანი არ შეიძლება იყოს ქართველი ხალხის არჩევანის გადახედვა. ამომრჩეველმა გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღო. ამის გადახედვას, ახალი არჩევნების ჩატარებას და ამ არჩევანის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას არავინ აპირებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ფალისიტატორი ელჩების საშუალებით გამართული მოლაპარაკებები, შედეგს გამოიღებს.
„ეს შეხვედრები ხდება ჩვენი ფასილიტატორი ელჩების მეშვეობით. მათთან შეთანხმების საფუძველზე. მომდევნო შეხვედრა შეიძლება იყოს უახლოეს დღეებში. მე...
კასპში ბაზრის მოვაჭრეები და გარემოვაჭრეები კვლავ ერთმანეთს უპირისპირდებიან. ქალაქის მთავარ სუპერმარკეტში მომხმარებელი არ შედის, რადგან კასპელები პროდუქტებს ძირითად გარეთ ყიდულობენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ბაზრის მოვაჭრეები აცხადებენ, რომ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობის დადგენილება, რომელის აღსრულებასაც პოლიცია არ ახდენს. იმის მიუხედავად, რომ კასპში გარევაჭრობა აკრძალულია, პრობლემა ისევ გადასაჭრელია და ამას ბაზრის სივრცეში დასაქმებულები აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, ბაზარში შესვლამდე მომხმარებელი იმ გზას...
თელავის მუნიციპალიტეტში ,დადასტურებული შემთხვევების განსაკუთრებულად ზრდის გამო, ადგილობრივები, ჯანდაცვის მესვეურებს, ქალაქში კარვების განთავსების და ტესტირების მასობრივად დაწყებისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
“აქამდე თითქოს მშვიდად ვიყავით, მაგრამ უკვე ბევრი შემთხვევაა. ყოველდღე გამოვდივართ ქუჩაში, მაღაზიაში. საიდან მოდის ეს საფრთხე, არ ვიცით. მე მაგალითად, ასაკიანი და მაღალწნევიანი ვარ, რომ შემხვდეს, ალბათ ვერ გადავიტან. დადგან კარვები, როგორც სხვა ქალაქებში იყო და გაიტესტება ხალხი. ...
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ დასასვენებელ პარკ ნადიკვრის სარეაბილიტაციო პროექტი შეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება მერიაში მოსახლეობის, პოლიტიკური პარტიებისა და ისტორიკოსების პროტესტის შემდეგ მიიღეს. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
თავდაპირველ ვარიანტში, ნადიკვრის ისტორიული გორა, რომლის ორ ნაწილად გაჭრასაც ადგილობრივები აპროტესტებდნენ, უცვლელად რჩებოდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, პროექტის ახალ ვარიანტში, მოსახლეობის მოთხოვნა გათვალისწინებულია
“ისტორიული გორა გაიჭრა 2012 წელს და გაკეთდა ხიდი, რამაც საფრთხე შეუქმნა აქ მომსვლელ...
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დაანონსებული მესხური ოდების რეაბილიტაციას მომავალ წელს გეგმავს.
ამ ეტაპზე გადაწყვეტილია, რომ ერთი მესხური ოდა აღდგება, თუმცა სამომავლოდ სააგენტოში ფართო პროექტის შემუშავებას აპირებენ.
„საროზე გვაქვს ძირითადი აქცენტი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიწყოს. 2021 წელს ვფიქრობთ, რომ საროში ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მესხური ოდა გაკეთდება. შემდეგისთვის გარკვეულ ერთიან პროგრამაზე ვმუშაობთ, რომ ასეთი სახლების გადარჩენა ერთიანი პროგრამით მოხდეს და არა ერთი ამოგლეჯილი კონტექსტით“,...
ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით დაფინანსება იზრდება.
ბათუმის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი 150 მილიონ 100 ათასი ლარით განისაზღვრა.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური ტრანსფერი შეადგენს - 45 მილიონ ლარს, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 1 მილიონ ლარამდე. გასულ წელთან შედარებით, 1 მილიონ 268 ათასი ლარით მცირდება ხარჯვითი...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ამხილა.
უწყების ინფორმაციით, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ოფისის შენობის გარე ფასადის...
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გელა ნოზაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი მკურნალობას ხაშურის კლინიკაში გადის. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ვირუსი კვირას დამიდასტურდა, სუნთქვის უკმარისობა, სახსრების ტკივილი, თითქმის ყველაფერი გამომივლინდა რაც ახასითებს", –ამბობს გელა ნოზაძე.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ, იგი სამკურნალოდ ხაშურში, კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს.
მისი თქმით, საკრებულო მუშაობას დროებით დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.
„13 ნოემბრიდან შვებულებაში ვარ, ბოლოს საკრებულოს სხდომა ხუთშაბათს გვქონდა, ყოველთვის პირბადით ვიყავი, ფიზიკური...
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი და 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი ამჯერად წამყვანი - საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი და მისი შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თორნიკე კუჭავამ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 328 474, 0, ათასი,...
ბათუმის მუნიციპალურ ელექტროავტობუსებში თერმოსკრინინგის აპარატები დამონტაჟდა.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, თერმოსკრინინგის აპარატების დამონტაჟება დანარჩენ ავტობუსებშიც იგეგმება.
„კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალურ ელექტროავტობუსებში დავამონტაჟეთ თერმოსკრინინგის აპარატები, რომლის მეშვეობითაც გაკონტროლდება მგზავრთა ტემპერატურა. სატესტო რეჟიმის გავლის შემდგომ, ვგეგმავთ აპარატების მონტაჟს დანარჩენ ავტობუსებშიც. მოგეხსენებათ, ავტობუსებში ასევე დამონტაჟებულია სადეზინფექციო სითხის დისპენსერები. აღსანიშნავია, რომ ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის თემის ეკონომიკური გაძლიერება და ბიზნეს აქტივობების ხელშეწყობა“ ხელშეკრულების გაფორმების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხელშეკრულებას ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვიტონიმ მოაწერეს.
ღონისძიებას ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ.
პროექტის...
სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხი იწმინდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქარელში მცენარეული ნატანისა და შლამისგან მაგისტრალური არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.
შიდა ქართლში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს,...
პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ დაემატება, რომელიც უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, სთავაზობს გრანტს გაწეული ხარჯების ნაწილის ასანაზღაურებლად, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
კერძოდ, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების...
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ფილიპ რიკერმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ურჩია, ხელისუფლებასთან დიალოგისთვის საპარლამენტო ტრიბუნა გამოყენებინათ.
როგორც დეკანოიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, მათ რიკერს არგუმენტებით აუხსნეს, რომ ქვეყანაში არ არის საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული დემოკრატიული პარლამენტი, ამიტომ ისინი საპარლამენტო ტრიბუნას ჯერჯერობით არ გამოიყენებენ.
„როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვესაუბრებიან იმაზე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის...
ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა.
ცესკოს მიერ გავრცელებული იფორმაციით, არჩევნების მეორე ტურისთვის სპეციალურ სიაში 4 095 ამომრჩეველია, მათ შორის არიან როგორც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი პირები, ასევე სპეციალური ჯგუფების წევრები, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პროცესს დააკვირდებიან და იმავდროულად მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას.
„აღსანიშნავია, რომ სპეციალურ სიაში შეყვანილი პირები ტერიტორიულად იმ მაჟორიტარული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































