2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 12 საჩივარია დაწერილი. როგორც ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე აღნიშნა, საჩივრების უმრავლესობა პროცედურულ დარღვევებს ეხება.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც 100-ზე მეტ დარღვევაზეა საუბარი, როგორც ცესკოს სპიკერი აცხადებს, მხოლოდ ორი საჩივარია სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის ხელისშეშლის შესახებ დაწერილი და ეს ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია.
„ჩვენ გავეცანით...
ცესკოს მონაცემებით, 20:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა მეორე ტურისთვის 26,29%-ია. ამომრჩეველთა რაოდენობამ 562 664 შეადგინა.
დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა რვა პარტიამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ არც პარლამენტში შევა. ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში ჩაწერილი იქნება, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათ არც საარჩევნო კამპანია ჩაუტარებიათ და...
ქუთაისის საოლქო კომისიაში ხუთი საჩივარია შესული, ყველა საჩივარი პროცედურულ დარღვევაზეა.ქუთაისში მოქმედი 130 საარჩევნო უბანი ზუსტად რვა საათზე დაიხურა. #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 33823-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 21,85%-ია. პირველი ტურში მონაწილეობა 50, 85%-მა მიიღო.
მეორე ტურით, ქუთაისში როგორც მაჟორიტარი დეპუტატის, ასევე მერის არჩევა მოხდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, საარჩევნო უბნებზე ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე გამოცხადდა.
"რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცესი.
როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის ანალოგიურად, სამწუხაროდ, ოპოზიციამ ამჯერადაც უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე. თუმცა, მიუხედავად ოპოზიციის...
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პირველადი წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, 3 საათში გასაჯაროვდება.
არჩევნების შემაჯამებელი მონაცემები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს.
საქართველოს მასშტაბით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება სწორედ 20:00 საათამდე ჰქონდა. 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ. თუმცა ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს.
21 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურზე,...
დიდუბეში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს მისი და მამის ნაცვლად ხმა მიცემული დახვდა. როგორ მან განაცხადა ორივე გრაფა უკვე ხელმოწერილი იყო. On.ge შეესწრო ფაქტს, როცა მოქალაქე უბანზე აღნიშნულის გამო კომისიის წევრებისგან განმარტებებს ითხოვდა. მას საჩივრის დაწერა შესთავაზეს. თუმცა, მომხდარის გამო ამომრჩეველი ამბობდა, რომ საჩივრის დაწერას აზრი არ ჰქონდა, რადგან მას უკვე ხმის მიცემის შესაძლებლობა აღარ ექნებოდა.
"ასეთ შემთხვევაში გამოსავალი არის...
20:00 საათისთვის, საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემებით მიმდინარეობდა, - ასე აფასებს საია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს.
კერძოდ, როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებაშია აღნიშნული, ამ დროისთვის დაფიქსირდა 100-ზე მეტი დარღვევა, რომლებიც ძირითადად ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას და პროცედურულ საკითხებს.
საია-ს განცხადებით, ზოგადი ტენდენციის სახით,...
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით არსებული 17 მაჟორიტარული ოლქი 20:00 საათზე დაიხურა.
ცნობისთვის, მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტურთან ერთად, ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც მიმდინარეობდა.
არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, თბილისის რამდენიმე ოლქში კი, მმართველი პარტიის კანდიდატის კონკურენტს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი წარმოადგენდა. ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენში დარჩნენ მიუხედავად...
მოძრაობა "იმოქმედე" აცხადებს, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი მათ წევრს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს "იმოქმედეს" წევრამ ბექა მექვაბიშვილმა ბათუმის მერიასთან განუცხადა.
მისივე განმარტებით,“იმოქმედეს" წევრებმა მერიის შენობასთან სტიკერები გააკრეს წარწერიათ - "არ წახვიდე გაყალბებულ არჩევნებზე", რასთან დაკავშირებითაც მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლმა ისინი გააფრთხილა, რომ სტიკერები არ გაეკრათ, რადგან ქალაქის იერსახეს აზიანებდნენ.
„იმოქმედეს" წევრებმა ბათუმის მერიის შენობასთან გააკრეს სტიკერები, შემდეგ ჩვენთან მოვიდა ინფორმაცია,...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხმის დათვლის პროცედურა სავარაუდოდ უფრო სწრაფად ჩაივლის.
„არჩევნების მეორე ტურზე მხოლოდ ერთი ბიულეტენია, შესაბამისად ხმის დათვლას უფრო ცოტა დრო დასჭირდება“, - განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები დაიხურება 20:00 საათზე და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდეგ, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე, ოქმები გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის...
უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აჭარაში 17:00 საათისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ამომრჩეველთა 24,1-მა პროცენტმა მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 58 793 ამომრჩეველი.
ბათუმის საარჩევნო ოლქში საკუთარი ნება გამოხატა 28 643-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 19,46 პროცენტია, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში კი აქტივობამ 31 პროცენტს გადააჭარბა, არჩევანი 30 150-მა ამომრჩეველმა გააკეთა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ და საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს.
"მიუხედვად არაკონკურენტული მეორე ტურისა, პირველი ტურის მსგავასად ამომრჩევლის ნების კონტროლი კვლავ გამოწვევად რჩება. უბნებზე მობილიზებული არიან კოორდინატორები და აქტივისტები, რომლებიც ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გარემოს ქმნიან. ასევე ორ შემთხვევაში ( ჩუღურეთის ოლქის #10 და რუსთავის ოლქის #45) მათ ხელი შეუშალეს ჩვენს დამკვირვებლებს...
"სამართლიანი არჩევნების" რეგიონული წარმომადგენლის განცხადებით, ზუგდიდის ორ საარჩევნო უბანზე, არაუფლებამოსილი და კრიმინალური მენტალობის მქონე პირები დააფიქსირეს. დავით ლოგუას თქმით, ფაიფურის 21-ე უბანზე კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანები გადაადგილდებოდნენ როგორც უბანზე, ისე მის გარეთა პერიმეტრზე. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
რაც შეეხება კომბინატის 26-ე საარჩევნო უბანს, არასამთავრობო ორგანოზაციის წარმომადგენლის განმარტებით, აკრედიტაციის მქონე ქალს ხელში ეჭირა სია და სხვა პირებთან ერთად ათვალიერებდა.
"ეს ქალბატონი შევიდა...
ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშს ცენტრალური საარჩევნო კომისია გაეცნო, თუმცა, ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, დაიწერა თუ არა საჩივრები კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით.
ამის შესახებ იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 17:00 საათის მონაცემები გააცნო.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, დარღვევების დადასტურების შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი რეაგირება ექნება.
„გავეცანით ამ ანგარიშს, სადაც საუბარია იმაზე, რომ უბნების წინა ტერიტორიაზე იყვნენ...
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მომხდართან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი.
სუს-ში ამბობენ, რომ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
"მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების ფაქტები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისწარმომადგენლის, ვახუშტი მენაბდის თქმით, თბილისსა და რუსთავში ორგანიზაციის ორი დამკვირვებელი ზეწოლისა და მუქარის მსხვერპლი გახდა. როგორც მენაბდე ამბობს, მიუხედავად უკონკურენტო არჩევნებისა, ამომრჩევლის ნების კონტროლი მაინც გრძელდება.
"სამწუხაროდ, არის და გრძელდება ამომრჩევლის ნების კონტროლი. ასეთ პირობებშიც, უკონკურენტო არჩევნებშიც კი იყენებენ ამ მექანიზმებს, რაც ამომრჩეველზე ზეწოლის გარემოს ქმნის და ჩვენი ორი დამკვირვებელი თბილისსა და რუსთავში ამ ზეწოლის მსხვერპლი გახდა კიდეც. მათ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!





































