პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ბოლო პირადი შეხვედრის დროს, ელჩებმა ქართული ოცნების კომპრომისული შემოთავაზება გააცნეს. როგორც მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, ეს შემოთავაზება საკმარისი არ იყო.
"მე და ლევან იოსელიანს რა შეხვედრაც გვქონდა ელჩებთან პირისპირ, მათი გარკვეული კონტურები და მონახაზი გვაჩვენეს ქართული ოცნების კომპრომისული შემოთავაზებების, რაც იყო ძალიან არასაკმარისი. ვადამდელი არჩევნები არ ეწერა. დეტალებზე არ მინდა საუბარი. უბრალოდ, იქ ელჩები იყვნენ და არა ბატონი...
"ქართული ოცნების" წევრის, გიორგი კახიანის თქმით, ელჩებთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შეიძლება უახლოეს დღეებში გაიმართოს.
"შესაძლებელია, ამ კვირის ბოლომდეც", — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.
ელჩების შუამავლობით "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის ორი შეხვედრა გაიმართა. ამის შემდეგ ელჩები ოპოზიციის ლიდერებს ინდივიდუალურად ხვდებოდნენ. გაიმართა თუ არა მსგავსი შეხვედრა მმართველ გუნდთან, უცნობია.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ბუნებრივი გაზი გაუიაფდათ. "თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების მუხრანთელეთი, ზემო და ქვემო თელეთი, წალასყური, ახალწყალი და კუმისის მოსახლეობა დღეიდან, ბუნებრივი გაზს გაიაფებული ტარიფით მიიღებს.
„სემეკის გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან ზემოთ ჩამოთვლილი სოფლები „თბილისი ენერჯის“ სალიცენზიო არეალში შევიდნენ. საქართველოში, ბუნებრივი გაზის აბონენტებს ყველაზე დაბალ ტარიფს „თბილისი ენერჯი“ სთავაზობს. შესაბამისად, მას შემდეგ რაც გარდაბნის სოფლები „თბილისი ენერჯის” აბონენტები გახდნენ,...
3 დეკემბერს ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს. სხდომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 17:00 საათისთვის დაინიშნა.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს.
არსებული ინფორმაციით, სახელისუფლო პარტიაში პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის სავარაუდო თარიღად 11 დეკემბერი იხილება.
წინა სტატია
აჭარის მთავრობის სახლთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული ოთხი პირი ბათუმის საქალაქოსასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
მოსამართლემ მტკიცებულებების წარსადგენად მხარეებს დრო მისცა.
ლაშა კომახიძის განცხადებით, აჭარის მთავრობასთან პერფორმანსის დროს უკანონოდ დააკავეს.
"ჩემი მიზანი იყო, ცაში ბუშტი გამეშვა, რაშიც პოლიციამ ხელი შემიშალა. ამ დროს სიტუაცია დაიძაბა და სამართალდამცავებმა ჩემი დაკავება გადაწყვიტეს. ბრალდების მხარეს, აბსურდული არგუმენტი ჰქონდა. სასამართლო გადაიდო მტკიცებულებების არარსებობის გამო, ველოდებით ბრალდების მხარის...
საკურორტო ზონებში წყლისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, გუდაურში მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო და არსებული ვითარება შეაფასა.
„შეგვიძლია ვთქვათ რომ, გუდაურში წყლის საკმარისი რაოდენობაა. გათოვლიანების სისტემისთვის დაახლოებით 80 000 კუბური მეტრი მოცულობის წყალი უკვე განთავსებულია რეზერვუარში. შესაბამისად, საჭიროებიდან გამომდინარე კურორტი აღნიშნული წყლის მარაგს გამოიყენებს...
სამოქალაქო ატივისტები - თამთა გოგოლაძე და შუშანა მაცაბერიძე - ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაკეთებული წარწერისთვის - "ხმების ქურდი რუსი ოლიგარქი!" 1000-1000 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ფეისბუქზე ჯერ თამთა გოგოლაძემ დაწერა, მოგვიანებით კი მომხდარს "ევროპული საქართველოს" წევრი, ელენე ხოშტარიაც, გამოეხმაურა.
"საპატრულოდან თუ ინსპექციიდან დამირეკეს. კოჯრის გზაზე, გვირაბში 21 ნოემბერს წარწერა გააკეთეთო და ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია შედის კულტურული მემკვიდრეობის ზონაში, თქვენ დაჯარიმებული ხართ 1000...
ეკონომიკურ საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტში ასახულია, დაახლოებით, 1,4 მილიარდი ლარი, რომელიც უკვე ანტიკრიზისული ღონისძიებების მეოთხე ფაზაში მიმართული იქნება მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე, მათ სოციალურ მხარდაჭერასა და ბიზნესის ხელშეწყობაზე.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ შევაფასოთ ბიუჯეტის რაციონალურობა აუცილებელია, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემო პირობა და ფაქტი გავითვალისწინოთ.
„პირველი - მოგეხსენებათ, რომ გლობალური პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი, ასევე...
შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის შედეგად წარმოქმნილი მწვანე ნარჩენებისგან, ბიოლოგიური სასუქისა და კომპოსტის წარმოება დაიწყო, - აცხადებენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე, წარმოქმნილ ნარჩენებს ყრიდნენ, ახლა კი, მისგან სასარგებლო ბიო სასუქი მზადდება, რომელიც ეკოლოგიური თვალსაზრისით ძალიან ეფექტურია. ის მცენარის იმუნიტეტს მავნებლების მიმართ აუმჯობესებს.
„წარმოებული ბიოლოგიური სასუქით დედაქალაქის გამწვანებულ ტერიტორიებზე არსებულ ნიადაგს გაანოყიერებენ, რაც მცენარეებს სასარგებლო...
2016 წელს დაწყებული სოციალური პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს. პროექტი, რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ.
ისინი მიიღებენ ფასდაკლების ბარათებსაც ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე. სოციალურად დაუცველთა სასაჩუქრე პაკეტი კი...
“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდს იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ ხელისუფლება ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე გონივრულ წინადადებას წარადგენს.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ თუ ახალი არჩევნების ირგვლივ შეთანხმება არ იქნება, მაშინ იქნება ერთპარტიული პარლამენტი და მეტი შანსი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდეს.
„მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჯერ დანიშნული არ არის. ჩვენ „ქართული ოცნების მხრიდან“ კონკრეტულ წინადადებას ველოდებით. პარტნიორებთან...
ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გეგმასთან ერთად, აჭარაში კონკრეტული ღონისძიებები ამოქმედდება, რომელიც მიზნად მოქალაქეების, თვითდასაქმებულების და ბიზნესის მხარდაჭერას ისახავს.
აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა გაფართოებული წერტილოვანი შეზღუდვების პერიოდში ბიზნესის ხელშეწყობაზე და მოქალაქეების დახმარებაზე.
„შევიმუშავეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც 7 000-ზე მეტ ოჯახს, ახალ წლამდე გადაეცემა სასურსათო უზრუნველყოფის კალათები. მოახლოებულია ახალი წელი და მნიშვნელოვანია, რომ ის კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც არის გათვალისწინებული , იყოს...
ბათუმში, სვიშევსკის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მონტაჟი დაიწყო. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიგება ასფალტის საფარი, კეთილმოეწყობა ქუჩის შესახვევები და ჩიხები.
პროექტის ფარგლებში უკვე სრულდება აფსაროსის გზატკეცილის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია. მოეწყო რკინა-ბეტონის სანიღვრე კოლექტორი, ამჟამად მისი გადახურვის სამუშაოები სრულდება.
პროექტის ღირებულება 2 მილიონ 300 ათას ლარს აღემატება.
პრემიერმინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი დაავალა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი გახარია ამ საკითხზე რმწუნებულებს ვიდეოკონფერენციის დროს ესაუბრა. მისი თქმით, შეზღუდვების გამკაცრება ეპიდემიის გავრცელების შენელებას ისახავს მიზნად და მიღებული ზომების ეფექტურობისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ აღსრულებას.
გახარიამ რწმუნებულებს მოუწოდა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი შესაბამის უწყებებს დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგში. ასევე, მკაცრად გაკონტროლდეს სოციალური დისტანციის დაცვა და...
აბაშის "ევექსის" ჰოსპიტალის ბაზაზე კოვიდმიმღები კლინიკა გაიხსნება. ინფორმაციას აბაშის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, საავადმყოფო, რომელიც 28 საწოლზეა გათვლილი, სპეციალური ტექნიკით აღიჭურვა. კლინიკაში უკვე დამონტაჟებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატები.
როგორც მერიის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოვიდპაციენტების გაზრდილი მომართვიანობის გამო აბაშის კოვიდკლინიკას ესაჭიროება ექიმები, მედდები, მედდის დამხმარეები (სანიტარი), ასევე სხვა სამედიცინო თუ ტექნიკური პერსონალი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა საავადმყოფოს ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.
სამეგრელოში ამ დროისთვის სამი კოვიდმიმღები...
მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებლები კოვიდ -19-ის გამო დაწესებული შეზღუდვებით უკვე გამოწვეულ და მოსალოდნელ პრობლემებს უჩივიან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ხულოში შიშობენ, რომ ვერ მოახერხებენ კარტოფილისა და რძის პროდუქტის მარაგის რეალიზაციას, რომელიც მათთვის შემოსავლის ერთ-ერთი მთავრი წყაროა. ასევე საუბრობენ საკვები პროდუქტის ფასების ზრდაზე, რასაც სავაჭრო ობიექტებშიც ადასტურებენ. ამბობენ, რომ შესამჩნევად მოიმატა ზეთისა და პურის ფქვილის ფასმა. მაღალმთიან სოფლებში კი პურს ძირითადად...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































