ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის 7 წევრიანი და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას 10 წევრიანი შემადგენლობა წარადგინა. „2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ცესკომ 3 დეკემბერს შეაჯამა, დღეს 11 დეკემბერს ტარდება საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და იწყება მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების განხორციელება. ჩემთვის დიდი პატივია წარვსდგე საქართველოს პარლამენტში...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. ამის შესახებ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე გახდა ცნობილი. არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დღეს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს.  საკანონმდებლო ორგანოს გარეთ, ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. რას  შეეხება ოპოზიციას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "ევროპული საქართველო"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლელო საქართველოსთვოს"; "ლეიბორისტული პარტია"; "ერთიანი საქართველო" - ოპოზიციური პარტიებმა მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ...
საპარლამენტო მანდატებზე უართან დაკავშირებულ ღონისძიებაზე არდასწრები გამო, „გირჩის“ მიმართ კრიტიკას ზურაბ ჯაფარიძე მოძველებული კულტურის ნაწილად მიიჩნევს. შესაბამისი პოსტი მან Facebook-ზე გამოაქვეყნა. „ეს მოძველებული პოლიტიკური კულტურის ნაწილია, რომ აი ცერემონიაზე თუ არ მიდიხარ, მორჩა, გამყიდველი ხარ. ბრძოლის ტაქტიკაა თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ ეს დამუნათება და მოღალატედ შერაცხვა, ჩემთან ერთად თუ არ მონაწილეობ ყველაფერში, მტერი ხარ, სიგიჟეა ჩვეულებრივი და ყოველთვის ვცდილობ,...
„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გაიმართება უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, რის შემდეგაც მთავრობის წევრობის კანდიდატები დასახელდება. მისი თქმით, მთავრობის მეთაური კვლავ გიორგი გახარია იქნება და სწორედ ის გადაწყვეტს მთავრობის შემადგენლობას. „მომავალი პრემიერმინისტრი მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია იქნება. რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ეს პრემიერმინისტრის გადასაწყვეტია და უახლოეს დღეებში გაიმართება კონსულტაციების უმრავლესობის ფორმატში მთავრობასა და უმრავლესობას შორის, რის შემდეგაც დასახელდებიან მთავრობის წევრობის კანიდიდატები და ალბათ,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, სავენტილაციო სისტემის რემონტის გამო, 2020 წლის 13 დეკემბერს 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
საარჩევნო სიის ანულირების მოთხოვნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დროისათვის ოთხმა ოპოზიციურმა ძალამ მიმართა, ესენია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”, “ევროპული საქართველო”, „ლეიბორისტული პარტია” და „სტრატეგია აღმაშენებელი” , "ლელო". როგორც პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის პირველი პროცედურაა, რომელიც ცესკომ სამ დღეში უნდა დააკმაყოფილოს. „დღევანდელი დღეც მართლაც შავი ლაქა იქნება საქართველოს დემოკრატიის ისტორიაში, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პრაქტიკულად, გააფორმა...
ფრაქციის რეგისტრაციის მიზნით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტის კინოდარბაზში შეიკრიბნენ. 90-ვე წევრი ერთ ფრაქციაში ერთიანდება, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: გივი მიქანაძე, ნინო ლაცაბიძე, ბექა დავითულიანი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე და ირაკლი ჩიქოვანი. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის თავმჯდომარე ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე, ფრაქციის რეგისტრაციისათვის პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ...
წინა სტატია გიგი უგულავამ თბილისის გაპარსული ბიუჯეტი დააბრუნოს და შემდეგ ილაპარაკოს დანარჩენზე, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას სანაძლეოსთან დაკავშირებით. კობახიძის თქმით, პარტლამენტი ერთპარტიული არ იქნება. „ყველა ნიძლავს აგებენ ისინი და მე რა უნდა გავაკეთო?! თბილისის გაპარსული ბიუჯეტი დააბრუნოს უგულავამ. არ იქნება ერთპარტიული პარლამენტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ...
შემდეგი სტატია "ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი, გიგი უგულავა თავის Facebook-ის გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კობახიძე "გაფუფლოვდა" და თვითონ კი, თავზე თმა შერჩა. გიგი უგულავას ამის თქმის საფუძველს აძლევს სხდომათა დარბაზში მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატების დასწრება. "ქართული ოცნება" მეათე მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომას არასრული შემადგენლობით ესწრება. სხდომა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. ამ წუთებში პარლამენტში ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა. საკანონმდებლო ორგანოს გარეთ, ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. სხდომა პროტესტის...
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა მოკლა ქვეყანაში პარლამენტარიზმი და დემოკრატია, აქედან გამომდინარე, ისინი აწყობენ სიმბოლურ გასვენებას. „საქართველოში პარლამენტარიზმი და დემოკრატია მოკლა ბიძინა ივანიშვილმა და დღეს გვაქვს სიმბოლური გასვენება ე.წ პარლამენტისა, რეალურად კი ჩრდილოეთკორეული პოლიტბიუროსი, რომელიც დღეს იმართება ამ შენობაში. დარწმუნებულები ვართ, რომ გაზაფხულზე ჩვენ მივიღებთ რეალურ პარლამენტს და გავაცოცხლებთ მას,“ - განაცხადა...
პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. შესაბამისი დადგენილება 87 ხმით მიიღეს. ყველა ის პირი, ვინც ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულად გამოაცხადა, პარლამენტის სრულფასოვანი წევრია. ამ მომენტიდან უფლებამოსილება შეუწყდა წინა მოწვევის პარლამენტს. პარლამენტის სრული შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს. ფიცის ტექსტი ცესკოს თავმჯდომარემ წაიკითხა: „მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად...
„ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი კახიანი იმედოვნებს, რომ სრულად ოპოზიცია თუ არა, მისი ნაწილი პარლამენტში შევა. როგორც კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციამ იცის, რომ მათი სცენარი გაყალბებული არჩევნების შესახებ უსაფუძვლოა, „საბოლოოდ ოპოზიციას ვიხილავთ პარლამენტში“. „იმედი მაქვს, ოპოზიციას უახლოეს დღეებში ვიხილავთ პარლამენტის რიგებში. თუ სრულად ოპოზიციას არა, ოპოზიციის დიდ ნაწილს მაინც. სხვა შემთხვევაში, ის კვოტები, რომელიც ოპოზიციისთვისაა განკუთვნილი, უბრალოდ შეუვსებელი იქნება, მაგრამ დიდი იმედი...
ყველა პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილია ევროპარლამენტში, ერთხმად მოუწოდებს ოპოზიციას თავიანთი მანდატები გამოიყენონ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვიცესპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარების განცხადებებს გამოეხმაურა. კახა კუჭავას თქმით, ევროპარლამენტარების და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ვერასდროს ვერ ექნება მოწონება იმას, რომ ოპოზიციამ ქუჩიდან ისაუბროს. „ძალიან კარგად ჩანს მათი განწყობა. ყველა პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილია ევროპარლამენტში ერთხმად მოუწოდებს ოპოზიციას თავიანთი მანდატები...
გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი, კაკო ბობოხიძე, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან თარხნიშვილი და გიგი წერეთელი ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ უნდათ მოლაპარაკებების ჩაშლა, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “ფესიბუქ ლაივში” ისაუბრა. მისივე თქმით, თუკი ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდება, ყველა მხარე გამარჯვებული გამოვა, უბრალოდ, „ვიღაცები შერცხვენილები იქნებიან“. “ახალი არჩევნები გვინდა, პატიოსანი არჩევნები და სწორედ ამისთვის ვმუშაობთ მოლაპარაკებებზე და სწორედ ამის ჩაშლა უნდოდათ. ამის ჩაშლა უნდოდა...
წელს საარჩევნო ადმინისტრაციას საკუთარი საქმიანობის განხორციელება გამორჩეულად დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში მოუწია,- აღნიშნული შეფასება პარლამენტის ტრიბუნიდან ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გააკეთა. როგორც ჟვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მიმდინარეობდა კამპანიური ხასიათის ზეწოლა, უწყვეტ რეჟიმში ვრცელდებოდა სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით. „გამოიყენებოდა ინსტიტუციაზე ზეწოლის სრულიად მიუღებელი ფორმები. კომისიის წევრებს უწევდათ სტრესულ გარემოში საკუთარი საქმიანობის განხორციელება. თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონმდებლობის სრული დაცვით შეასრულა ყველა...
ნოემბერში ელექტროენერგიის სუბსიდირებით მოსარგებლე მოქალაქეებს გადახდილი სასმელი წყლის გადასახადი უკან დაუბრუნდებათ,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს. სემეკის განცხადებით, მოქალაქეებისთვის უკან დაბრუნებული თანხა მათ კომუნალურ დეპოზიტებზე აისახება. "საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განმარტავს, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, ნოემბერში ისარგებლეს ელექტროენერგიის სუბსიდირებით, თუმცა წყალმომარაგების კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე გადაიხადეს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ