საპარლამენტო მანდატებზე უართან დაკავშირებულ ღონისძიებაზე არდასწრები გამო, „გირჩის“ მიმართ კრიტიკას ზურაბ ჯაფარიძე მოძველებული კულტურის ნაწილად მიიჩნევს. შესაბამისი პოსტი მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„ეს მოძველებული პოლიტიკური კულტურის ნაწილია, რომ აი ცერემონიაზე თუ არ მიდიხარ, მორჩა, გამყიდველი ხარ.
ბრძოლის ტაქტიკაა თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ ეს დამუნათება და მოღალატედ შერაცხვა, ჩემთან ერთად თუ არ მონაწილეობ ყველაფერში, მტერი ხარ, სიგიჟეა ჩვეულებრივი და ყოველთვის ვცდილობ, ამ სიგიჟიდან გამოვიყვანო ეს ხალხი“, – წერს ჯაფარიძე.
5-მა ოპოზიციურმა პარტიამ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტები გააფორმა.