თამარ ჟვანიამ პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის 7 წევრიანი და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას 10 წევრიანი შემადგენლობა წარადგინა

399

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის 7 წევრიანი და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას 10 წევრიანი შემადგენლობა წარადგინა.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ცესკომ 3 დეკემბერს შეაჯამა, დღეს 11 დეკემბერს ტარდება საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და იწყება მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების განხორციელება. ჩემთვის დიდი პატივია წარვსდგე საქართველოს პარლამენტში და წარვადგინო საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგები, თუმცა პირველ რიგში საქართველოს კანონმდებლობისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად ასარჩევად წარმოგიდგენთ პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის 7 წევრიან შემადგენლობას და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას 10 წევრის შემადგენლობით. საქართველოს პარლამენტთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე შერჩეულ იქნენ აღნიშნული კომისიის შემდეგი წევრები: საქართველოს პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: ბერაია ირაკლი, თოლორაია ედიშერ, მიქანაძე გივი, სამხარაძე ნიკოლოზ, ტალიაშვილი თამარ, ქვრივიშვილი მარიამ, ხოლო რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი სამნადატო კომისიის შემადგენლობას: ბერაია ირაკლი, ბითაძე მაია, კვიჟინაძე პაატა, მათიკაშვილი დავითი, მეზურნიშვილი ირაკლი, მეშველიანი გოგი, სარჯველაძე მიხეილ, სონღულაშვილი დავით, ქადაგიშვილი ირაკლი და წილოსანი ნინო“, – განაცხადა ჟვანიამ.