წინა სტატია
მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ პარლამენტის უკანა შესასვლელთან სტატუსშეჩერებული სტუდენტების თემაზე ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრთან“ ერთად აქცია-პერფორმანსი გამართა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს მიმართა.
აქციის ორი ძირითადი მოთხოვნა პანდემიისგან გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში 2020-2021 სასწავლო წლისთვის სასწავლო გადასახადის განახევრება და სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს 2019-2020 სასაწავლო წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტუდენტის სტატუსის აღდგენა იყო.
ანა დოლიძემ პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებულ...
ზურა ჯაფარიძე 26 დეკემბერს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს. პარტიის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” ზურაბ ჯაფარიძის თანაშემწემ ნინა საჯაიამ განუცხადა, პარტია დარეგისტრირდება სახელით “მეტი თავისუფლება-გირჩი”.
“ძველი პარტია, რომელიც იყო “გირჩი”, მას ოფიციალური დასახელება ჰქონდა - ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი”, მაგრამ ამას ასე არავინ მოიხსენიებდა. ახლა უბრალოდ, ფორმალურად ჩავწერთ “მეტი თავისუფლება - გირჩი” და ვიქნებით ისევ “გირჩი” და უბრალოდ ფორმალურ ნაწილში ეწერება...
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, საფუძვლიანი მოლოდინი არსებობს, რომ მთავრობა იმავე შემადგენლობით იქნება წარდგენილი.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხდა, დადგენილ ვადებში დღე დღეზე ელოდებიან მთავრობის შემადგენლობის წარდგენას.
„საფუძვლიანი მოლოდინი არსებობს, რომ მთავრობა იმავე შემადგენლობით იქნება, ვინც ჩემი ყოფილი კოლეგები იყვნენ. კომიტეტის მხრიდან იქნება დარგობრივი განხილვა და მოხდება მათი მხარდაჭერა. დეპუტატი ვარ და ვინ სად დარჩება, არ ვიცი,...
2020 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები იყო არა მხოლოდ პანდემიასთან ბრძოლის, არამედ საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიმართულებითაც, - ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა 2020 წლის შსს-ს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„სამინისტრო საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში უზრუნველყოფდა მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულ მოქალაქეს თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი.
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთაც პროაქტიულად მიეწოდებოდათ ინფორმაცია არჩევნების პერიოდში...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლის (II კორპუსის) მშენებლობა დასრულდა.
ზუგდიდის მერიის ცნობით, დასრულებული სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ დაათვალიერეს.
როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.
"დარჩელში ავაშენეთ 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა, სადაც მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში მიიღებენ განათლებას. სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია და ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა...
„დემოკრატიის ინდექსის“ თავმჯდომარის, ეკატერინე ციმაკურიძის შეფასებით, პარტიათა დაფინანსების და პარტიის რეგისტრაციის წესებში ცვლილებებზე საპარლამენტო მსჯელობა ისე, რომ პარლამენტში არ არის წარმოდგენილი ოპოზიცია და ის ბოიკოტის რეჟიმშია, არადემოკრატიული და არალეგიტიმურია.
მისი განმარტებით, დაუშვებელია პარტიების საქმიანობის მოწესრიგება ისე, რომ ცვლილებებზე მსჯელობაში თავად ის პარტიები არ მონაწილეობენ, რომელთაც ეს ცვლილებები შეეხება.
ამასთან, როგორც ეკატერინე ციმაკურიძე აღნიშნავს, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები, ეწინააღმდეგება პარტიების დაფინანსების...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან "წასვლისა“ და პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის შესაძლო დანიშვნის თაობაზე პარტიაში ჯერ მსჯელობა არ ყოფილა.
როგორც მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, როცა ყველაფერი ცხადი იქნება, მედიაც გაიგებს და საზოგადოებაც.
„ცოტა მოგვიანებით ყველაფერი იქნება ცხადი პარტიის ყრილობასთან და ყველა იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელსაც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ გადაწყვეტს. პარტიაში მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. როცა ყველაფერი ცხადი იქნება, თქვენც გაიგებთ და ჩვენი...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო განათებებზე, დაახლოებით, 700 000 ლარი დაიხარჯა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ეს თანხა ახალი ნაძვის ხის მორთულობისთვის საჭირო ყველა პროდუქტის შეძენას მოხმარდა.
„დედაქალაქის განათებაზე დახარჯულია დაახლოებით 700 000 ლარი. ეს არის ახალი ნაძვის ხის მორთულობისთვის საჭირო ყველა პროდუქტის შეძენა. გარდა ამისა, ხეებზე დახვეულ ე.წ. სტრინგებს რასაც ხედავთ, ეს ყველაფერი ამ თანხით არის შეძენილი. ჩვენ 3 კონცერტი გვექნება....
პანდემიის დროს არ შეჩერებულა არცერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი და მნიშვნელოვანია, რომ გადაჭარბებით სრულდება 2020 წლის ბიუჯეტი. 11 თვის მონაცემებით, უკვე ათვისებულია ბიუჯეტის 101.4%, რაც 166 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, წელს მიმდინარეობდა 6000-მდე პროექტი, რომელზეც მუშაობდა 1300-ზე მეტი...
ჩვენი ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურას ხმარდება, - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა უწყების წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
„ეს არის საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალების პროექტები, რაშიც წელს განსხვავებულად წარმატებული შედეგები გვქონდა და უკვე ყველანი ვსარგებლობთ ამ გზებით. წარმოდგენილი პროექტების - რიკოთის მაგისტრალის, ბათუმის და გურჯაანის შემოვლითი გზების, გრიგოლეთი-ჩოლოქის, ასევე სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის დასრულების შემდეგ კი,...
ქართულ კომპანიებს, სამწუხაროდ, დიდი პროექტების განხორციელების გამოცდილება ჯერ არ აქვთ, როცა საუბარი ეხება რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოს, ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ პროექტი შესრულდება დადგენილ ვადაში და კარგი ხარისხით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უსაფუძვლოა პრეტენზიები იმის შესახებ თუ რატომ ვერ მონაწილეობენ ქართული კომპანიები მასშტაბურ პროექტებში.
„ბევრ და მათ შორის მასშტაბურ პროექტში...
ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს, რომ იცოდეს, არ გვეშინია და არასდროს დავნებდებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
კალაძემ ბოდიში მოუხადა საზოგადოებას, რომ არსებული ეპიდვითარების გამო, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებას მოქალაქეები ვერ ესწრებოდნენ და ღონისძიების ნახვა მხოლოდ პირდაპირი ეთერის საშუალებით იყო შესაძლებელი.
„მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ახლა აქ არ...
ნარიყალას ციხე-სიმაგრე ევროპაში მდებარე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დასახელდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 12 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საერთაშორისო საკონსულტაციო კომისიის მიერ შეირჩა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ისტორიის, არქეოლოგიის, არქიტექტურის, კონსერვაციის, პროექტის ანალიზისა და ფინანსების ექსპერტები.
განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფარგლებში საბოლოოდ შერჩეული ძეგლები 2021 წლის მარტში დასახელდება.
თითოეული ძეგლი შეირჩა როგორც გამორჩეული კულტურული...
გაეროს განვითარების პროგრამა სოფლად მცხოვრებ ქალებს ეხმარება პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, 620 შინამეურნეობა დახმარებას მიიღებს,- ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათი ცნობით, დახმარება უკვე გავრცელდა იმერეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, სადაც ამ ხელშეწყობით 480-მა შინამეურნეობამ ისარგებლა. მომავალი კვირების მანძილზე დახმარებას კიდევ 140 ოჯახი მიიღებს.
"საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა. უმეტესწილად, ეს არაკომერციული...
მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემების დარეგულირების მიზნით პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანს მიმართავს. ანა დოლიძის მიმართვა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანას შეეხება.
მიმართვის ორი ძირითადი მოთხოვნა პანდემიისგან გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში 2020-2021 სასწავლო წლისთვის სასწავლო გადასახადის განახევრება და სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს 2019-2020 სასაწავლო წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტუდენტის სტატუსის აღდგენაა.
,,სტატუსშეჩერებული სტუდენტების...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აფრიკის დასახლების გარდა, თუ იქნება ისეთი შემთხვევები, სადაც უკანონო შენობა-ნაგებობა იქნება, ამას თბილისის მერიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს არის კონკრეტული შენობა-ნაგებობები, სადაც ადამიანები არ ცხოვრობენ.
„თუ იქნება ასეთი შემთხვევები, რა თქმა უნდა, ამას რეაგირება მოჰყვება. ეს არის კონკრეტული შენობა-ნაგებობები, სადაც ადამიანები არ ცხოვრობენ. ასეთი შემთხვევების დაფიქსირების შემთხვევაში, რეაგირება იქნება. თუ ადამიანები ცხოვრობენ, მაშინ კანონმდებლობა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































