თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აფრიკის დასახლების გარდა, თუ იქნება ისეთი შემთხვევები, სადაც უკანონო შენობა-ნაგებობა იქნება, ამას თბილისის მერიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს არის კონკრეტული შენობა-ნაგებობები, სადაც ადამიანები არ ცხოვრობენ.
„თუ იქნება ასეთი შემთხვევები, რა თქმა უნდა, ამას რეაგირება მოჰყვება. ეს არის კონკრეტული შენობა-ნაგებობები, სადაც ადამიანები არ ცხოვრობენ. ასეთი შემთხვევების დაფიქსირების შემთხვევაში, რეაგირება იქნება. თუ ადამიანები ცხოვრობენ, მაშინ კანონმდებლობა მოქმედებს და მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლებამოსილება, ადამიანები გამოასახლოს“, – განაცხადა კალაძემ.