მიუხედავად ყველაფრისა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ 2021 წელი, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი იქნება საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის აღდგენის წელი, იქნება წელი, როდესაც საქართველო შეძლებს იმ გლობალურ პოსტკოვიდურ ეკონომიკურ კონკურენციაში თქვას თავისი ძალზედ მნიშვნელოვანი სიტყვა, როგორც რეგიონში, ასევე - გლობალურად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. მისი თქმით,...
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მიწის რეფორმა სათანადოდ არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს. წილოსანმა მთავრობა მიწის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით გააკრიტიკა. „იმ მოცემულობაში, როდესაც გარკვეული უპასუხისმგებლო ოპოზიციური პარტიების გამო გვიწევს თქვენთან მხოლოდ ერთი პარტიის ფორმატში ოპონირება, ვალდებულება გვაქვს, რომ გაცილებით უფრო კრიტიკული ვიყოთ და ამ კრიტიკის ნაწილში აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მოლაპარაკებები ჩიხში შედის და არანაირი გამოსავალი არ ჩანს. ამასთან, კაპანაძემ პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებულ კანონპროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება“, რადგან სიმართლე და პრინციპები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაფინასება. „დამოკიდებულება, რომელსაც ავლენს „ქართული ოცნება“, რომ ის დაემუქრება ოპოზიციურ პარტიებს ფინანსების შეწყვეტით, ან რეგისტრაციის გაუქმებით და ამით გახდის მათ უფრო კონსტრუქციულს, როგორც...
ბათუმში ე.წ ხოფის ბაზრობის მოიჯარეები მუშაობის ნებართვას ითხოვენ. ისინი საპროტესტო აქციას მართავენ და მოითხოვენ, მთავრობამ ე.წ ხოფის ბაზრობაზე დასაქმებულებს ერთი კვირით მუშაოების ნებართვა მისცეს. აქციის მონაწილეების თქმით, თუ ზამთრის საქონელს ვერ გაყიდიან, გაზაფხულზე ფინანსური პრობლემები შეექმნებათ. „ერთი კვირით მოგცეს მუშაობის უფლება. საბანკო დავალიანება გვაქვს. ვეცდებით ყველანაირი წესი დავიცვათ. ახლა თუ ზამთრის საქონელი ვერ გავყიდეთ, ფინანსური კრიზისი შეგვექმნება",- აცხადებს ხოფის ბაზრობის ერთ-ერთი მოვაჭრე. თავის...
სამთავრობო პროგრამის მეორე ნაწილია სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის მართვა და შემთხვევითი არ არის, როდესაც ეს ორი მიმართულება გავაერთიანეთ, - ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს უყრიან. გახარიას თქმით, სახელმწიფოს პირველი ვალდებულებაა, იზრუნოს სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ მოქალაქეებზე, ხანდაზმულებზე და ყველაზე, ვისაც ეს მხარდაჭერა სჭირდება. „ამიტომ, სახელმწიფოს პოლიტიკა, როგორც ჯანდაცვის,...
მიწის რესურსის ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვას ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სხვადასხვა პრობლემა უშლიდა ხელს, თუმცა, საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტმა მოახერხა და მიწის საკუთრების და მართვის ნაწილში საკანონმდებლო წესრიგი დაამყარა, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად და ჩვენ დღეს შეგვიძლია უფრო თამამად ვიყოთ და ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის...
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ხარჯები მივმართოთ სისტემური ინფრასტრუქტურის განახლებისთვის, რამეთუ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი, - ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა გეგმავს, მომავალი 4 წლის განმავლობაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარის დახარჯვას კაპიტალურ ინფრასტრუქტურაში. „ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის სისტემური ინფრასტრუქტურის ფონდები არის უაღრესად მოძველებული და ეს თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოებს ახოცრიელებს. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აქტიურ ფაზაშია მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს წყალარინების სისტემების და მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაც. „პროექტის ფარგლებში შენდება სატუმბი სადგურები და რეზერვუარები, ეწყობა მაგისტრალური მილი და შიდა ქსელები, ახალი საკანალიზაციო კოლექტორი და შენდება წყალარინების სატუმბი სადგური. პროექტის დასრულების შემდეგ,...
რუსთავის სტამბულის ბაზრის მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. მოვაჭრეები მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს. როგორც ცნობილია, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ბაზრობები არ გაიხსნება. მე-12 მიკრორაიონში სატმბულის ბაზარზე, 40-მდე მოვაჭრეა შეკრებილი და გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ზამთრის ტანსაცმლის რეალიზებას მომავალ წლამდე ვეღარ შეძლებენ.
video
ქალაქ გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ჭანდარში ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს, რითაც წლების განმავლობაში არსებული სასმელი წყლის პრობლემა 100-მდე ოჯახს მოუგვარდება. კოტეხში, ბერიტაშვილის ქუჩაზე კი უკვე დასრულდა გზის მოასფალტება. რა პრობლემები მოუგვარდება გურჯაანისა და ჭანდრის მოსახლეობას,  - თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.  
თუ არ გვეხმარებით ქვეყნისათვის ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით! – არავინ კრიტიკის წინააღმდეგი არ არის და არავის, არავის კრიტიკის არ ეშინია! - ამ სიტყვებით ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მიმართა. როგორც გახარიამ მათი მისამართით განაცხადა, დესტრუქციული ქმედებები მიმართულია არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისივე შეფასებით, აშკარად ჩანს ნაბიჯები, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ სახელმწიფოს...
გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე სამთავრობო პროგრამაზე საუბრისას განაცხადა, რომ გარდა საგადასახდო შეღავათებისა, უნდა გადაიხედოს საგადასახადო შეთანხმებაც. "ამ პარლამენტთან ერთად მოგვიწევს საგადასახადო შეთანხმების, დღეს უკვე, ასე ვთქვათ, მანკიერი პრაქტიკის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯების განხილვა, ან, საერთოდ, ამ პრაქტიკის გაუქმება. დადგა დრო, რომ განვიხილოთ საერთოდ, საგადასახდო შეთანხმების, როგორც სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის ფორმის ეფექტიანობა და სამართლიანობა, მათ შორის", —...
გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი 2020 წლის ანგარიშს საზოგადეობას 28 დეკემბერს წარუდგენს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ანგარიშის წარდგენა, დისტანციურად 17:00 საათზე, ფეისბუქ ლაივის მეშვეობით მოხდება. ეთერის მიმდინარეობისას მოქალაქეებს შეეძლებათ კითხვებისა და მოსაზრებების გაჟღერება.
video
გურჯაანში წინასაახალწლო დღეებში გარემოვაჭრეებს პროდუქციის რეალიზაციის უფლება მიეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ვაჭრობა მხოლოდ წმინდა ნინოს ქუჩაზე აკრძალეს, ვინაიდან იგი საერთაშორისო მნიშვნელობის გზაა და ტრანსპორტის გადაადგილებას ხელი ეშლება. რაც შეეხება სანაპიროს ქუჩაზე განთავსებულ მოვაჭრებს, მათ ვადა 1 იანვრამდე მიეცათ. შემდეგ კი გარევაჭრობა კვლავ აიკრძალება.
video
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შენობის სრული აღდგენა მოხდება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. უფუნქციოდ დარჩენილი კულტურის სახლის რეაბილიტაციას სოფლის მოსახლეობა წლების მანძილზე ითხოვდა და წელს პროექტი სწორედ მათი ინტერესის გათვალისწინებით, რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 629 725 ლარით დაფინანსდა. კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ...
რა თქმა უნდა, მსგავსი კანონების ინიცირება მოლაპარაკებას და ზოგადად, დემოკრატიულ პროცესს ხელს უშლის, – ამი შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ დაფინანსების კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული კანონმდებლობის გამო ხელისუფლებამ დასავლეთისგან მკვეთრი გზავნილი მიიღო. „ხელისუფლებამ დასავლეთისგან ძალიან მკვეთრი გზავნილი მიიღო, ამ კანონმდებლობის გამო მკვეთრად გააკრიტიკეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ევროკავშირის ელჩმა, ევროპარლამენტის წევრებმა. შესაბამისად, ისინი იძულებული გახდნენ ეს არაგონივრული კანონმდებლობა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ