ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარის ქრისტიან და მუსლიმ თემთან შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა.
ჩოხატაურის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, სოფელ ბუკნარის ქრისტიანული და მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარიამ შეხვედრის შემდეგ განუცხადა, სოფლის მოსახლეობა შეთანხმდა, რომ მუსლიმი თემის წარმომადგენლები ლოცვას ძველებურად განაგრძობენ.
მისივე თქმით, თუ ვინმეს მხრიდან პროვოკაცია იქნება, რათა ამ ორ თემს შორის რელიგიური შუღლი ჩამოაგდოს, მოსახლეობა...
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ტარიფებს შორის სხვაობის სუბსიდირების საკითხი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დღესვე უნდა აისახოს.
როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, მოქალაქეებს ბიუჯეტში უნდა ჰქონდეთ გაწერილი გარანტია, რომ ტარიფებს შორის სხვაობა დაუსიბსიდირდებათ.
მისი თქმით, ბიუჯეტში, რომელსაც კენჭი ეყრება, გათვალისწინებული უნდა იყოს სუბსიდირების ნაწილიც. დეპუტატი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, რის ხარჯზე მოხდება ტარიფებს შორის სხვაობის სუბსიდირება.
„ეს პროექტის დამტკიცებამდე დაზუსტდება....
საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2021 წლის 31 დეკემბრამდე ხანგრძლივდება. მუნიციპალიტეტებს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ევალებოდა თითოეული ბაღის ეტაპობრივი ავტორიზაცია უზრუნველეყო, თუმცა ვადა ერთი წლით გრძელდება.
შესაბამისი ცვლილებები “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში შედის. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ პარლამენტში ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ პანდემიის გამო ბაღები დახურული იყო.
“ამის გამო შეუძლებელი იყო სააღმზრდელო,...
რუსთავში, მცხეთასა და თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. სემეკმა შპს „ჯივიპის“ და შპს „რუსთავის წყალის“ გაზრდილი ტარიფები დაამტკიცა.
კერძოდ, როგორც სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა კომისიის საჯარო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, „ჯივიპის“ გამრიცხველიანებული მომხმარებლის საყოფაცხოვრებო ტარიფი 33 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა, ვისაც მრიცხველი არ უყენია და სულადობრივად იხდის, მათთვის ტარიფი 3.9 ლარიდან 4.5 ლარამდე გაიზარდა. ხოლო არასაყოფაცხოვრებო ტარიფი - 4.4 ლარიდან 6.5...
ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი წელს შემცირდა და 9 257 600 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ka.jnews.ge წერს.
25 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის ბოლო სხდომა გაიმართა. საკრებულოს დეპუტატებმა 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. დღის განრიგში ბიუჯეტის დამტკიცების გარდა იყო 2021 წელს ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის დამტკიცების საკითხი. სხდომას ესწრებოდა მერი იურიკ უნანიანი, მერის...
ტარიფების ზრდაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა, პირველ რიგში, ეს არის პანდემია და პანდემიიდან გამოწვეული მოხმარების შემცირება, ასევე ბოლო ორი წელი არ იყო უხვი ნალექები და შესაბამისად, ჰიდროელექტრო სადგურების მიერ გამომუშავებული იაფი ენერგია დააკლდა ენერგიის კალათას, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებების შეფასებისას განაცხადა.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, კიდევ იყო რამდენიმე ფაქტი, რამაც ტარიფის ზრდაზე მოახდინა გავლენა.
„ყველა...
დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ინტეგრირებული სისტემა დაინერგება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, განახლებული 300 მიკროავტობუსი უკვე ჩართულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ, მოდერნიზებულ ქსელში, თუმცა მუნიციპალიტეტი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.
„მიმდინარე წელს ჩვენ უკვე დავიწყეთ ინტეგრირებული სისტემის მართვა, ვინაიდან, როგორც იცით, თბილისის მერიამ უკვე მოახერხა 300 ერთეული მიკროავტობუსის განახლება. ჩვენ...
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსით შექმნილი გარემოების დასაძლევად ბიზნესს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად დამატებით 6 თვე მიეცემა.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ეს ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ბიზნესს არსებული გამოწვევების დაძლევაში, მეორე მხრივ კი დასაქმებულების შენარჩუნებაში დაეხმარება.
„მოქალაქეებთან ერთად მნიშვნელოვანია ბიზნესის ხელშეწყობა და ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც პირველივე ეტაპზე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ამავე დროს, ვინაიდან პანდემიის ეფექტი და მისი გავლენა გრძელდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ...
გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
კონსტანტინე თავზარაშვილმა ვრცლად ისაუბრა შესრულებულ სამუშაოებზე, რომელიც 2020 წელს პანდემიის პირობებში განხორციელდა.
"პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში გაზაფხულზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაიზარდა მომართვიანობა. ამოქმედდა ცხელი ხაზი. უსახსროდ დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით შეძენილი სასურსათო პროდუქტები 3000 ოჯახს გადაეცა", - განაცხადა თავზარაშვილმა.
კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, მოსახლეობის დასახმარებლად საკვები პროდუქტები მერიას უამრავმა კერძო...
მდინარე მტკვარზე უფლისციხესთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა გრძელდება. ამის შესახებ შოდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
თითქმის 2 მლნ-იანი პროექტის განხორციელება 2021-2022 წლებში გაგრძელდება. პროექტის მიხედვით, ახალი ხიდი 2023 წელს იქნება მზად. მას დღეს არსებული მოქმედი გადასასვლელი ხიდის გვერდით აშენებენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოქმედი ხიდი, რომელიც 1980-იან წლებში აშენდება, სტანდარტებს არ შეესაბამა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გაზრდილი იყო ტურისტების...
ანტიკრიზისული გეგმით მოქალაქეთა დახმარებისთვის 2020-2021 წლებში ჯამში, გამოყოფილია მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, 2021 წლის ბიუჯეტში კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
„ფორმალურ სექტორში დასაქმებულთა დახმარებები, რომელთაც დაკარგეს შემოსავალი, განხორციელდება 2021 წლის პირველ ნახევარში და მიიმართება 150,0 მილიონი ლარი, 65-დან 100 ათას სოციალურ ქულამდე ოჯახების დახმარებისთვის 6 თვის განმავლობაში...
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტარლის (E60) შემადგენელ - ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით 12 კმ-იან ახალ 2 ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის, უკვე აშენებულია ქუთაისის შემოვლითი გზის 40 კმ-იანი დამატებითი ორი ზოლი.
"აშენებული მონაკვეთები ექსპლუატაციაში შევა ეტაპობრივად. ზაფხულში გახსნილ 19 კმ-იან ოთხზოლიან მონაკვეთს, დღეს დაემატა 12 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალი. უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, გზის 10 კმ-იან მონაკვეთზე კი, დროებით გაიხსნება ორმხრივი...
აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქე რომან ღაღაიშვილმა სიმბოლურად მანდარი მიიტანა და განაცხადა, რომ ციტრუსის რეალიზებას ვერ ახერხებს. იგი მთავრობას დახმარებას სთხოვს.
"ქობულეთში ვცხოვრობ და ციტრუსის რეალიზებას ვერ ვახერხებ. მოსავალი არ იყიდება, ეს მანდარინი კი თორნიკე რიჟვაძეს მოვუტანე, ჩვენ ვერ ვყიდით და მთავრობის ხალხმა პირი მაინც გაისველოს",- აცხადებს ქობულეთში მცხოვრები რომან ღაღაიშვილი.
აჭარის მთავრობის სახლთან მანდარინის მიტანას მცირე ხმაური მოჰყვა. დაცვის თანამშრომლებმა მოქალაქეს ყუთის გატანა მოსთხოვეს....
თელავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცდა. მთავარი საფინანსო დოკუმენტი საკრებულოს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნათია ვაყელიშვილმა წარუდგინეს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2021 წლის ბიუჯეტი 23 მილიონ 014 500 ლარით განისაზღვრა და მასში გათვალისწინებულ იქნა წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გამოთქმული თითქმის ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია.
უწყებაში განმარტავენ, რომ დამტკიცებული ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებს ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური...
თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ სტადიონს ექნება გადახურული ტრიბუნები, განათების სისტემა და კომფორტი უეფას მაქსიმალური კატეგორიის მისაღებად. პროექტის ფარგლებში აშენდება ფიტნეს-დარბაზი, კვებისა და საცხოვრებელი ბლოკები.
სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური ფონდის მიერ დაფინანსდება. ახალი სტადიონის მშენებლობისთვის დაახლოებით 16 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ამ ყველაზე რთულ, პოსტკრიზისულ წელს, სრულად დავასუბსიდირებთ ტარიფის ნაზარდს ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობისთვის, ასეთი არის ჩვენი ოჯახების 95 პროცენტი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის ამ გადაწყვეტილების შედეგად, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდას ვერ იგრძნობს.
ამასთან, მისივე თქმით, სახელმწიფო დაასუბსიდირებს ელექტროენერგიის ფასნამატის 50 პროცენტს საკვები პროდუქტების ადგილობრივ წარმოებაში მომუშავე კომპანიებისთვის.
„სემეკ-ი არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს საკუთარი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































