მდინარე მტკვარზე უფლისციხესთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა კიდევ ორი წელი გაგრძელდება

475

მდინარე მტკვარზე უფლისციხესთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა გრძელდება. ამის შესახებ შოდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

თითქმის 2 მლნ-იანი პროექტის განხორციელება 2021-2022 წლებში გაგრძელდება. პროექტის მიხედვით, ახალი ხიდი 2023 წელს იქნება მზად. მას დღეს არსებული მოქმედი გადასასვლელი ხიდის გვერდით აშენებენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოქმედი ხიდი, რომელიც 1980-იან წლებში აშენდება, სტანდარტებს არ შეესაბამა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გაზრდილი იყო ტურისტების და მანქანების მოძრაობა.

პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. ხელშეკრულებას 2019 წლის 11 სექტემბერს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 1 მლნ 869 905 ლარს შეადგენს.

ლამპიონები ღამის განათებებით, ტროტუარები, დეკორატიული მოაჯირეები – ასეთი იქნება ახალი კონსტრუქციის ატრიბუტები, რომელსაც მუზეუმში მიმსვლელი ქვეითები და მძღოლები იხილავენ.