თელავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 23 14 500 ლარით განისაზღვრა

463

თელავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცდა. მთავარი საფინანსო დოკუმენტი საკრებულოს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნათია ვაყელიშვილმა წარუდგინეს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2021 წლის ბიუჯეტი 23 მილიონ 014 500 ლარით განისაზღვრა და მასში გათვალისწინებულ იქნა წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გამოთქმული თითქმის ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია.

უწყებაში განმარტავენ, რომ  დამტკიცებული ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებს ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა და გარემოს დაცვა წარმოადგენს.