ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ ყველა ის გამოწვევა, რაც ქვეყნის წინაშე დგას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ მის ვიცე-პრემიერად დანიშვნას გამოეხმაურა. მისივე თქმით, მისი როგორც ვიცე-პრემიერის, ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარება, არამედ იმ ქმედებების კოორდინაცია, რომელიც ეკონომიკურ გუნდს აერთიანებს. ცნობისთვის, საქართველოს ორი ახალი...
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „გირჩი“ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა. „გირჩის“ პროექტი მათ ვებგვერდზე გავრცელდა. პროექტში მთავარ კითხვად გამოყოფილია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც შემდეგი სახით არის ფორმულირებული: რა არის თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, ის კონკრეტული შედეგი, რის გამოც 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 1. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ოპოზიციის პოზიცია: კონსენსუსი ხელისუფლების პოზიცია: პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს შესაძლებლობა: ამ საკითხზე შეთანხმება შესაძლებელია თუ სხვებზე მოვახერხეთ...
საქართველოს ორი ახალი ვიცეპრემიერი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობებზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისრტრი მაია ცქიტიშვილი მთავრობის სხდომაზე წარადგინა. „დღეს ჩვენ სხვადასხვა ფრონტზე გვიწევს ბრძოლა. პირველ რიგში, ეს არის გლობალური პანდემია და რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში იყო გამოყოფილი პირდაპირ აშკარა პრიორიტეტები - ეს არის ქვეყნის შემდეგომი დემოკრატიზაცია,...
დღეს დამტკიცდება გეგმა, რომლის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების სულ მცირე 60 პროცენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. მოგეხსნებათ, წინა მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვნულ გეგმაზე, დღევანდელი მთავრობის სხდომაზე ამ გეგმის დასრულების თაობაზე....
დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების სააგენტო ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას 29 იანვრის ჩათვლით აგრძელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს. როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, დევნილები და ეკომიგრანტები, 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩევენ. „საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა პროფესიული განათლების დამადასტურებელი...
სამგორის რაიონის გამგეობა, შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით, სხვადასხვა პროექტს ასრულებს. ელექტროპანდუსების მოწყობა ხუთ მისამართზე მიმდინარეობს, ხოლო სამ საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოები უკვე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ახლადმოწყობილი ელექტროპანდუსები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა. „პროექტი ითვალისწინებს ეტლით მოსარგებლე შშმ პირების მიერ დამოუკიდებლად სარგებლობისთვის, სპეციალური დახრილკუთხოვანი გადაადგილებადი პლატფორმის მოწყობას. მისი განხორციელებისთვის სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 177...
ბორჯომში, მესხეთისა და სააკაძის ქუჩების კვეთაზე საპარკინგე ზონის მოწყობის და საყრდენი კედლის რეაბილიტაციის სამუშოები დასკვნით ეტაპზეა. ბორჯომის მერიის ცნობით, ადგილზე მიმდინარეობს შუშის მოაჯირის მოწყობა, უკვე დამონტაჟდა გარე განათება, ტერიტორია გამწვანდება და განთავსდება სკამები. მათივე ცნობით, საყრდენი კედლის მიმდებარედ მოეწყობა ავტობუსის კომფორტული მოსაცდელი.
აგრარულ საკითხთა კომიტეტში მეჩაიეობის დარგთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და მეჩაიეობის დარგის განვითარების გეგმაზე. როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, არსებული სახელმწიფო პროგრამები ამ დარგის აღორძინებას ხელს უწყობს, თუმცა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ამის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვება და სამუშაო...
აგრარულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემატური მოკვლევის ფარგლებში, - „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა" შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის ცნობით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია. „სახელმწიფო ეკონომიკურ მხარდამჭერ პროგრამებში ქალების მონაწილეობის საკითხი, ასევე ფარავს სოფლის მეურნეობის პროგრამებში ქალების მონაწილეობას. დღეს, სწორედ, ამ კუთხით ჩვენი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი განვახორციელეთ. რეკომენდაციების დიდი...
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1020 ფაქტი გამოვლინდა. „პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც...
მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტი გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტი დაახლოებით, ორკილომეტრიანი სიგრძის, ოთხზოლიანი გზის, ასევე, საყრდენი კედლების, წყალამრიდებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.  „დავიწყეთ ახალი გზის მშენებლობა, რაც მაჭავარიანის ქუჩას  მარშალ გელოვანის გამზირთან...
2021 წელს თბილისის მერიის პრიორიტეტებს შორის სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  როგორც მან აღნიშნა, ასევე, იგეგმება პროექტების განხორციელება ეკოლოგიური და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით. „დაიწყო ახალი სამუშაო წელი და რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით, უნდა გავაათმაგოთ და გავაასმაგოთ. 2020 იყო ძალიან რთული წელი ყველანაირი თვალსაზრისით. მსოფლიო იდგა სერიოზული...
დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, მთავარი ნაძვის ხისა და რუსთაველის გამზირზე განთავსებული კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს. "აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 21:00 საათიდან 21 იანვრის 07:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის განხორციელების შედეგად, 500-ზე მეტი ოჯახი შეუფერხებლად, 24 საათიან რეჟიმში შეძლებს წყლის მიღებას. როგორც მერიაში განმარტავენ, ტენდერი უკვე გამოცხადდა და 9 თებერვალს დასრულდება, რის შემდეგაც პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 768 480 ლარი იქნება. „სასმელი წყლის მოწესრიგება ქიწნისში რეგიონული განვითარების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდება. პროექტით გათვალისწინებულია მწყობრიდან გამოსული ჭაბურღილის...
2021 წელს, გორის მერიამ ადგილობრივ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდისთვის 400 000 ლარი გაითვალისწინა. გორის მერიამ ეს გადაწყვეტილება პანდემიიდან გამომდინარე მიიღო. "სარეზერვო ფონდი არის თანხა, რომელიც ბიუჯეტში დევს და იხარჯება გაუთვალისწინებელი შემთხვევბის დროს. იქიდან გამომდინარე რომ პანდემიაა,2020წლის ბიუჯეტიდან მოგვიწია ამ მუხლში გაწერილი თანხის სრულად ათვისება. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, ეპიდვითარებიდან გამომდინარე გავზარდეთ სარეზერვო ფონდისთვის თანხა და ის 200 000-დან 400 000 ლარამდე...
ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში გასული წლის ბოლოს შეიქმნა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. "მისი მიზანია ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვა მუნიციპალიტეტის დონეზე. განყოფილების საქმიანობა ეფუძნება საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპს", - ამბობენ გორის მერიაში. აღნიშნულმა განყოფილებამ, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მოამზადა საინფორმაციო მასალა, რომლის ელექტრონული ვერსიაც ინტერნეტში ხელმისაწვდომია.   თვლით, რომ ირღვევა ოჯახში ბავშვის უფლება და საჭიროებს მხარდაჭერას?  ასეთ შემთხვევაში უნდა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ