2021 წელს, გორის მერიამ ადგილობრივ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდისთვის 400 000 ლარი გაითვალისწინა.
გორის მერიამ ეს გადაწყვეტილება პანდემიიდან გამომდინარე მიიღო.
“სარეზერვო ფონდი არის თანხა, რომელიც ბიუჯეტში დევს და იხარჯება გაუთვალისწინებელი შემთხვევბის დროს. იქიდან გამომდინარე რომ პანდემიაა,2020წლის ბიუჯეტიდან მოგვიწია ამ მუხლში გაწერილი თანხის სრულად ათვისება. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, ეპიდვითარებიდან გამომდინარე გავზარდეთ სარეზერვო ფონდისთვის თანხა და ის 200 000-დან 400 000 ლარამდე გავზარდეთ”, – აცხადებს კონტანტინე თავზარაშვილი.