რას სთავაზობს გორის მერიის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება მოქალაქეებს

423

ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში გასული წლის ბოლოს შეიქმნა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“მისი მიზანია ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვა მუნიციპალიტეტის დონეზე. განყოფილების საქმიანობა ეფუძნება საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპს”, – ამბობენ გორის მერიაში.

აღნიშნულმა განყოფილებამ, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მოამზადა საინფორმაციო მასალა, რომლის ელექტრონული ვერსიაც ინტერნეტში ხელმისაწვდომია.

 

თვლით, რომ ირღვევა ოჯახში ბავშვის უფლება და საჭიროებს მხარდაჭერას? 

ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ მერიის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას:

ტელეფონი – 995 599 30 04 24; 0370 27 00 03;

მისამართი – გორი, გრიგოლ ფერაძის #5;

ელ.ფოსტა – info@gori.gov.ge