თბილისში საახალწლო განათებების დემონტაჟი დაიწყო

544

დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, მთავარი ნაძვის ხისა და რუსთაველის გამზირზე განთავსებული კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს.

“აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 21:00 საათიდან 21 იანვრის 07:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი – პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.