სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ანარ სადიკოვმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა ააშენა. ფერმის მშენებლობაზე 2 მლნ ლარამდე თანხა დაიხარჯა, აქედან 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი - ფერმერის ინვესტიცია. მათივე ინფორმაციით, ახალ ფერმაში ყოველდღიურად 4 ტონა ნედლ რძეს...
რესტორნებზე ადრე სკოლა უნდა გავხსნათ ხომ?! მე წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტ-ქალაქში” განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის განათლება დიდი ღირებულებაა.
“უნდა გავითავისოთ რასთან გვაქვს საქმე, ჩვეულებრივი ეპიდემია ხომ არ არის ეს, არა?! ეს არის განსაკუთრებული ეპიდემია, პანდემია, რომელიც საუკუნეში ერთხელ ხდება. რესტორნებზე ადრე სკოლა უნდა გავხსნათ ხომ?!...
ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით - ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტ-ქალაქში” განაცხადა.
მისი შეფასებით, ვირუსი დაახლოებით ერთ წელიწადში დაამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს და ის იქცევა სეზონურ ვირუსად.
“ნორმალური ცხოვრების რიტმთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზი რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობა. პირველი - მაინც მგონია, რომ ვირუსი...
26 იანვარს, "GWP" ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს იწყებს.
"GWP-ს" ინფორმაციით, წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
„წყალგამტარ გვირაბზე დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მოხდება ორი მაგისტრალური წყალსადენის ერთმანეთთან დაკავშირება. ასევე დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები, რაც კომპანიას წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მისცემს. ჩატარებული სამუშაოები...
სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი, რომლებიც ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ.
დაუმორჩილებლობის მსვლელობა, რომელიც გუშინ საღამოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, კვლავ პარლამენტთან, საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულებით დასრულდა.
სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებულ კარვებთან დაბრუნდნენ, სადაც აქტივისტების ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში დარჩა.
„ესაა ნათელი მაგალითი იმის, რომ ადამიანები, რომლებიც არ ეგუებიან მონობას და იმას, რომ სახელმწიფო მიტაცებულია, ასე თავგანწირვით არღვევენ...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 729 ფაქტი გამოვლინდა.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 88 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა...
ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში ახალი თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტს მალე ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ახალ თეატრში ორი დარბაზი განთავსდება, დიდი დარბაზი 570 მაყურებელზე იქნება გათვლილი, მცირე დარბაზი კი 140-ადგილიანი იქნება. თეატრს ასევე ექნება მუზეუმი და სასტუმრო გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის.
სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, მისი მოადგილე ლუდუკ ხასია და ზუგდიდის მერი გიორგი...
მცხეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ოთხი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. სოფელ ბიწმენდს, ძველ ქანდას, აღდგომლიანთკარსა და ვაზიანს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ახალი საბავშვო ბაღები შეემატა, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მასშტაბური პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა.
ახალი ბაგა-ბაღების დასრულებული სამშენებლო სამუშაოები „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი კაპანაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძესთან ერთად...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ვერტყვიჭალის, წყალაფორეთისა და მარელისის სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სამშენებლო საწარმოო გაერთიანება იმერეთი“ ახორციელებს.
წყალაფორეთის სკოლის რეაბილიტაციის პროექტში ბევრი შეუსაბამობა აღმოჩნდა. ამის გამო მშენებელი კომპანიის წარმომადგენელმა შენობის დანგრევა და ახლის აშენება მოითხოვა.
წყალაფორეთის სკოლის დირექტორის გიორგი გველესიანის ინფორმაციით, დღეს, 20 იანვარს ამ სკოლაში მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„რა ბედი ელის...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 2020 წელს საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსებში მონაწილეობის შედეგად 192 947 ევროს (2020-2022 წლები) და 498 080 ლარის გრანტებს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გრანტების ფარგლებში მიღებული დაფინანსებით მუნიციპალიტეტში დაინერგება ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, შეიქმნება მოსახლეობისთვის რელევანტური ვებგვერდი, ინკლუზიური ცენტრისთვის შეძენილი იქნება სამგზავრო ავტომობილი.
"საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 2018-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში პროგრამული ბიუჯეტირების...
ბათუმის ბულვარში ცათამბჯენის მშენებლობის გასაპროტესტებლად შაბათს, 23 იანვარს, აქცია დაიგეგმა.
აქცია "ფეისბუქით" დაიგეგმა.
"ძველი ბულვარი ისევ ჩვენი დასაცავია! შაბათს, 23 იანვარს, ბათუმის ბულვარში კოლონადებთან ვაპროტესტებთ ჩვენი საყვარელი ზღვისპირა პარკის ჩაბეტონებას!
ბათუმი ბულვარის გულში, ცენტრალურ შადრევნებთან, „ამბასადორმა“ მავალსართულიანი შენობის ჩადგმა განიზრახა.
აჭარის მთავრობამ, 21 იანვარს, პროექტს თანხმობა მისცა. ცათამბჯენის მშენებლობა ბულვარში ბალნეოლოგიური საავადმყოფოს შენობის ნაცლად სურს ე.წ. ინვესტორს, რომელმაც წლების წინ ეს შენობა...
წინა სტატია
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა. აქცია ორშაბათს, 25 იანვარს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება.
აქციის ორგანიზატორია მოძრაობა "მწვანეები":
"უამრავი კვლევის თანახმად, საჯარო ტრანსპორტში კოვიდ-19-ს გადადების რისკი მინიმალურია, შესაბამისად სტატისტიკურადაც საჯარო ტრანსპორტში დაინფიცირების წილი საკმაოდ დაბალია და 1%-ს გარშემო მერყეობს.
საკოორდინაციო საბჭოს არგუმენტი, რომ საჯარო ტრანსპორტის აკრძალვა ამცირებს ადამიანების მობილობას გაუგებარია, რადგან კერძო ავტომობილებისა და ტაქსების მოძრაობა დაშვებულია, ამასთან...
მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება იქმნება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ამის შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანისგან მოვიპოვეთ. ახალი განყოფილების შექმნის აუცილებლობა, მისი ინფორმაციით, „ბავშვის უფლებათა კოდექსიდან“ გამომდინარეა. ამ განყოფილებაში ღია კონკურსით ინსპექტორი შეარჩიეს. უახლოეს დღეებში გამოცხადდება კონკურსი კოორდინატორისა და სოცმუშაკის თანამდებობებზე.
ამავე განყოფილებაში ხელშეკრულებით იურისტისა და ფსიქოლოგის დანიშვნას აპირებენ. კახა გოლუბიანი ამბობს, რომ ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში კონკურსის გამოცხადება...
გორის მერია მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარებების გაცემასა და სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობის ღირებულების დაფინანსებას 2021 წელსაც აგრძელებს.
გორის მერიის ცნობით, დახმარებების მიღება შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში რეგისრტირებულ მოქალაქეებს.
"სოციალური პროგრამით სარგებლობენ: ონკოლოგიური ავადმყოფები (გამოკვლევები,მკურნალობა, მედიკამენტები;) შშმ პირები; დიალიზზე მყოფი პირები; სოციალურად დაუცველი მოსახლეობა (გამოკვლევები,მკურნალობა, მედიკამენტები გარკვეული კატეგორიას;) დედ-მამით ობოლი ბავშვები; ვეტერანები; მრავალშვილიანი ოჯახები; ასი და ასზე მეტი წლის მოხუცები; რეინტეგრაციაში მყოფი...
საქართველოში ახალი გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციაზე, მათი კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენაზე პასუხისმგებელი ორგანო - გეოგრაფიული აღნიშვნების ეროვნული კომისია ყალიბდება, - ამის შესახებ ინფორმაციას "საქპატენტი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16 ENI EC 0318) "საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ ფარგლებში, რომლის მთავარი პარტნიორია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - "საქპატენტი". "გეოგრაფიული აღნიშვნების...
ფოთში შემოვლითი-სატრანზიტო გზის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთების დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს.
ფოთის მერიის ინფორმაციით, ფოთში, შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ ნავმისადგომებთან, საწარმოებთან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი შემოვლითი-სატრანზიტო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტზე მუშაობა, პანდემიის მიუხედავად, მიმდინარეობს.
"შპს “კოკს კონსალტი“-ს საქართველოს ფილიალის მიერ 2021 წლის 15 მაისამდე უნდა მომზადდეს, ქალაქ ფოთში შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ ნავმისადგომებთან, საწარმოებთან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი შემოვლითი-სატრანზიტო გზის სამი სავარაუდო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































