წინა სტატია ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ თარიღზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ბაზრობების წარმომადგენლები მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გაგებით ეკიდებიან. „ბაზრობებს ჰქონდათ სურვილი და მესმის, რომ არსებობს მათი დროულად გახსნის საჭიროება. ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა მათთვის ყველა ის მიზეზი, რატომ არის ბიზნესის გახსნისას თანმიმდევრობის დაცვა საჭირო. ისინი ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდნენ და შევჯერდით...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 31 იანვრის 00:00 საათიდან 05:00 საათამდე ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. მათივე ცნობით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ლოჭინის“ მიერ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ24 და კმ28 მონაკვეთზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოები დაგეგმილი იყო 2021 წლის 29 იანვრის 06:30სთ-დან...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, "მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის" რეორგანიზაციის საკითხი, რამაც დეპუტატებს შორის კამათი გამოიწვია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაიას განცხადებით, საუბარია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისგან სახელოვნებო სკოლების გამოყოფაზე. მისივე თქმით, 2018 წელს 5 ააიპი გაერთიანდა, თუმცა მუშაობის სპეციფიკამ აჩვენა, რომ სასახლე ფუნქციურად განსხვავებული ორგანიზაციაა. "საქართველოში სულ 6...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 9 626 700 ლარით გაიზარდა. მისი მოცულობა საკრებულოს 27 იანვარს გამართულ სხდომაზე დამტკიცდა 50 026 700 ლარით, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 40 400 000 ლარისა. წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას თქმით, აქედან 6 მილიონ 458 890 ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული თანხაა, დანარჩენი კი ნაშთია წინა წლის ბიუჯეტიდან. ეს პირველი ცვლილებაა, რომელიც 2021 წლის საფინანსო დოკუმენტში განხორციელდა. თანხა გამოყოფილია...
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ და საკრებულოს ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბირბიჩაძემ, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაო შეხვედრა გამართეს. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დედაქალაქის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების მხრივ არსებული საჭიროებები ადგილზე განიხილეს და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმეს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნივერსიტეტის ქუჩაზე და აგრეთვე, ნუცუბიძისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩების...
ზუგდიდის მერიას დაქვემდებარებული შპს "ზუგდიდაგროსერვისი" გაუქმდა. ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მხარი ერთხმად დაუჭირა. წარმომადგნელობითი ორგანოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, საკრებულოს და მათი ფრაქციის რეკომენდაციაც იყო, სახელმწიფოს აუდიტის და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან ერთად, თუ ვერ წარმოადგენდა შპს იმ ხედვებს, საჭირო დოკუმენტაციას, რომელიც დაამტკიცებდა აუცილებლობას და მიზანშეწონილობას მისი ფუნქციონირების, ფუნქციონირებას შეწყვეტდა. თავის მხრივ იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა...
"ლილოს“ გენერალური დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბაზრობების გახსნის თარიღი 15 თებერვლის იქით არ გადაიწევს. „ბევრი ვიკამათეთ, ბევრი ვიდავეთ და იმედია თარიღი არ გადაიწევს. ჯერჯერობით შაბათ-კვირას არ გვხსნიან და როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი ვითარება იქნება შემდეგ კვირას. ეკონომიკური გუნდი ჩვენ მხარეს დგას, სურვილი აქვთ რომ მოგვყვნენ, რადგან სხვა გამოსავალი არაა, თავზე გვენგრევა ეკონომიკა“,-აღნიშნა...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში დაწესებული რეგულაციების დაცვა აუცილებელია და მისი შეუსრულებლობა არცერთი პრივილეგირებული ადამიანისთვის არ არის „ხსნილი“. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, შრომის ინსპექცია მსგავს ფაქტებს საკმაოდ მკაცრი ღონისძიებებით უმკლავდება. „ეს ამბავი არც ერთი პრივილეგირებული ადამიანისთვის არ არის „ხსნილი“, შრომის ინსპექცია ასეთ მოვლენებს საკმაოდ მკაცრი ღონისძიებებით უმკლავდება. სამწუხაროდ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მთავრობის მხრიდან იყოს მოლოდინი იმის, თუ როგორი იქნება ჩვენი მხრიდან აღსრულება...
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გრძელდება მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა, მათ შორის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით, 200 ლარიანი დახმარების პირველი თვის ჩარიცხვა უკვე განხორციელდა. კომპენსაცია ჩაერიცხება 106 080 პირს, 21 216 000 ლარის ოდენობით. „საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის...
1 თებერვლიდან გორში, ქვახვრელის სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს რეაბილიტირებულ შენობაში გააგრძელებენ. გორის მერიის ცნობით, ბავშვებისა და პედაგოგების მოთხოვნით, გორის მერიამ სკოლის სპორული დარბაზის რეაბილიტაცია განახორციელა. შენობაში ასევე მოეწყო სველი წერტილებიც. „ქვახვრელის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც რამოდენიმე დღეში დასრულდება გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოადგილესთან ერასტი ელიჯარაშვილთან ერთად დაათვალიერა. ქვახვრელის სკოლა ერთ-ერთია იმ 33 სკოლას შორის, რომლის რეაბილიტაციაც გორის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დაიგეგმა. თითქმის...
ქუთაისის საკრებულოში 2 ახალი ფრაქცია შეიქმნა, სანაცვლოდ კი, 2 ფრაქცია გაუქმდა. 27 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“ გაუქმდა, მის ნაცვლად კი  შეიქმნა ახალი ფრაქცია „ქართული ოცნება - უკეთესი მომავლისათვის“ , რომელსაც სათავაში დეპუტატი იმედა საღინაძე ჩაუდგა. ეს ის საღინაძეა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია უკლებას ცემის საქმეში ფიგურირებს. ქუთაისის საკრებულოში ასევე გაუქმდა  ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ , ხოლო მის ნაცვლად  ახალი ფრაქცია...
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტები“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა. პარტიამ ყველა საჭირო პროცედურა კანონის სრული დაცვით გაიარა. როგორც „ევროპელი სოციალისტების“ პრესსამსახური მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარტია როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, სრულ ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას, ქვეყანაში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ამასთანავე, „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური გუნდი მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს გაშალოს პარტიული საქმიანობა და ღირსეულად მოემზადოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. „პარტიის საქმიანობის მთავარი მიზანი...
ლელოს"  წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ  გელათი ისევ საფრთხეშია, რადგან ახალ კომპანიაში, რომელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელება დაეკისრა, იგივე ადამიანები ფიგურირებენ. ნაცვლიშვილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართავს გაასაჯაროვოს ყველა დოკუმენტაცია და აიღოს პასუხისმგებლობა. მისივე თქმით, ის თავად ჩაატარებს ამ საქმეზე დამოუკიდებელ გამოძიებას. "ახალ კომპანიაში იგივე ადამიანები ფიგურირებენ, ვინც ჩართული იყო რეაბილიტაციის პროცესში, რომელიც კრახით დასრულდა; უცნობია, რა წესით მოხდა კომპანია „ბაგინეთი +“ის შერჩევა,...
მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ პირების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა შშმ პირებისთვის სოციალური პაკეტის გაზრდაა. როგორც აქციის მონაწილეები ახადებენ, სახელმწიფომ უგულებელყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სოციალური პაკეტის ზრდის აუცილებლობა. მათივე განცხადებით, აღნიშნული წარმოადგენს დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით. „მოვითხოვთ სოციალური პაკეტის გაზრდას შშმ პირებისთვის. იანვრიდან გაიზარდა ასაკობრივი პენსიაც, მაგრამ შშმ პირების არც ერთი კატეგორიისთვის არ გაზრდილა, რაც არის ძალიან დისკრიმინაციული“, -...
„არა პოლიტიკურ „ლოკდაუნს", არა პოლიტეპიდემიოლოგებს"- ამ სლოგანით ჯანდაცვის სამინისტროსთან სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათ კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათივე თქმით, იგივე მოთხოვნებით აქციებს მომდევნო დღეებშიც გამართავენ. ამასთან, აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს 41 კითხვით მიმართეს, მათ შორის შეკითხვა ეხებოდა იმას, თუ რა ტიპის ვაქცინას შეისყიდის საქართველო და როდის შემოიტანენს მას ქვეყანაში. „მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს 41 კითხვით მივმართეთ. გარდა ამისა,...
მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ბაზრობების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნაა, ღია სივრცეში ვაჭრობის უფლება ჰქონდეთ. „ელიავას ბაზრობის” ერთ-ერთი წარმომადგენლის, თეა ანდრიაძის თქმით, უპირატესობა ღია სივრცეში მოვაჭრეებს უნდა ჰქონდეთ. „არასწორად ხდება გახსნები და არასწორად ხდება ჩაკეტვები. არ შეიძლება ღია სივრცეს არ ჰქონდეს პრივილეგია და დახურულ სივრცეებს ჰქონდეთ. ჯერ 24 დეკემბერს უნდა გავხსნილიყავით, მერე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ