ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიგეგმა

389

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ და საკრებულოს ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბირბიჩაძემ, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დედაქალაქის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების მხრივ არსებული საჭიროებები ადგილზე განიხილეს და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმეს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნივერსიტეტის ქუჩაზე და აგრეთვე, ნუცუბიძისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგეგმა.

„დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, საკრებულოს წევრები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათგან იმ კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით მოისმინეს ინფორმაცია, სადაც უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.