მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ პირებისთვის სოციალური პაკეტის გაზრდის მოთხოვნით აქცია გაიმართა

337

მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ პირების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა შშმ პირებისთვის სოციალური პაკეტის გაზრდაა.

როგორც აქციის მონაწილეები ახადებენ, სახელმწიფომ უგულებელყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სოციალური პაკეტის ზრდის აუცილებლობა. მათივე განცხადებით, აღნიშნული წარმოადგენს დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით.

„მოვითხოვთ სოციალური პაკეტის გაზრდას შშმ პირებისთვის. იანვრიდან გაიზარდა ასაკობრივი პენსიაც, მაგრამ შშმ პირების არც ერთი კატეგორიისთვის არ გაზრდილა, რაც არის ძალიან დისკრიმინაციული“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, ესმა გუმბერიძემ.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას მიმართავენ.