ქალაქ ფოთში, უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მოწყობის და სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
ფოთის მერიის ინფორმაციით, პროცესს ფოთის მერი გოჩა კურდღელია პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო.
„პროექტის ფარგლებში, შენდება ცენტრალური სტადიონის 2740 მაყურებელზე გათვლილი სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნა. ასევე, დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მოწყობაც. ტრიბუნის ქვეშ ეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა...
წინა სტატია
პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს.
საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ხმა წინააღმდეგ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა მისცა.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა,...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ერთ-ერთი უბნის "გარდატენი" გზის რეაბილიტაციისთვის 579 800 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სამუშაოები გასული წლის ნოემბერში დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე წლის მაისამდე უნდა დასრულდეს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 1027 მეტრია.
პროექტის მიხედვით, მოასფალტდება ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბლიტაციო სამუშაოები იგეგმება თელავში. პროექტის თანახმად, ძეგლის სახურავის მთლიანად შეცვლა, შიდა და გარე ფასადების რეაბილიტაციაა დაგეგმილი. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის, დავით ქსოვრელიშვილის ინფორმაციით, შენობის რეაბილიტაცია სამ თვეში უნდა დასრულდეს.
” შენობა უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლია და წარმოადგენს ქალაქური ტიპის ორსართულიან საცხოვრებელს. სხვადასხვა დროს აქ იყო, ვეტერანთა კლუბი, თელავის ტერიტორიული ორგანო და ჭადრაკის სახლიც. ცოტა ხნის წინ...
თელავის მუნიციპალიტეტის მერია ცხრა პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. განაცხადების შეტანის ვადა 19 თებერვალს იწურება. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
ვაკანსიები ასე გამოიყურება:
1. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
2. კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი;
3. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი;
4. ჯანმრთელობის დაცვისა...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2021 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საერთო კრებები იმართება. სოფელ ანანურში და ციხისძირში გამართულ სოფლის კრებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დროს მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება თუ რა პროექტებს განახორციელებენ მიმდინარე წელს...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 873 ფაქტი გამოვლინდა.
უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 140 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
მათივე განმარტებით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
„გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის...
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, არაგვის ხიდზე, ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა 2 კვირით შეიზღუდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე მდ. არაგვის ხიდზე (მარცხნივ) დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 2 კვირის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება.
ვაანონსებ, რომ დაახლოებით ერთ თვეში სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო ობიექტების განახლებული ჩამონათვალი გვექნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარე წელს ეკონომიკური აღდგენის ერთ-ერთი მიმართულება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაა. როგორც მან აღნიშნა, ერთ თვეში სახელმწიფო ბიზნესს - 10, წლის განმავლობაში კი 50-მდე სახელმწიფო საწარმოს შესთავაზებს, რომლის გაყიდვაც განიხილება.
„2021 წელს 4%-იანი ეკონომიკური ზრდა...
შემდეგი ნაბიჯი არის პაუზა, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ჟურნალისტის კითხვაზე, რა იქნება შემდეგი სფერო, რომელსაც ხელისუფლების გადაწყვეტილებით შემსუბუქება შეეხება.
მინისტრის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში საკმაოდ დიდი მობილობის მქონე მიმართულებები გაიხსნა, მათ შორის სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი ორი კვირა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვება მოხდეს და მხოლოდ...
ბორჯომის მერიამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პირველი შეხვედრა ახალდაბაში გაიმართა.
მათივე ინფორმაციით, სოფლის კრებაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თავად შეარჩიეს ის პრიორიტეტული საკითხი, რასაც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა უნდა მოხმარდეს. შეხვედრაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ ახალდაბაში სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორია შემოიღობება, მოწესრიგდება და ასევე მოხდება სპორტული ინვენტარის შეძენა. დაბა ახალდაბაში აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად 40 000...
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთაში სკოლა მთლიანად დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობა ხის კონსტრუქცია იყო.
ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების მინისტრი და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ჩავიდნენ.
თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება პროექტირება და სოფელ კალოთას მალე ახალი სკოლა ექნება.
„დაიწვა საჯარო სკოლა სოფელ კალოთაში. საბედიეროდ მსხვერპლი არ არის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობდა. გაიცა...
პარლამენტთან აქტივისტებმა სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართები გაჭიმეს და საქართველოს ჰიმნი ჩართეს.
აქციის მონაწილეები მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებს შეძახილებით შეხვდნენ. აქციაზე აქტვისიტებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.
ისინი პროტესტს გამოხატავენ პარლამენტში მიმდინარე მოვლენებისადმი, სადაც საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე უნდა იმსჯელოს.
„გვახსოვს 20 ივნისი და არ ვაპირებთ, რომ არც ნიკა მელია და არც სხვა ადამიანი გავრილოვის...
წინა სტატია
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ინვესტორ გიორგი ზაქაიძესთან შეხვედრის დროს აბსოლუტურად ვერაფერზე შეთანხმდნენ, ხოლო რაც დილით მოხდა, ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობის დაწყების მცდელობა, უკანონოა და აღარ უნდა განმეორდეს.
როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, საკითხის გადასაწყვეტად ერთადერთი სწორი ვარიანტია, რომ მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა მოხდეს.
„პირველი, რაც დღეს დილით გააკეთეს უკანონოა და აღარ უნდა განმეორდეს. მეორე, ჩვენი მხრიდან მათი უფლებების და კომერციული...
ბათუმში ე.წ. მუყაოს ქალაქში თვითნებურად შესახლებული პირებისთვის საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულდა. მიმდინარე სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა.
„ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ ბათუმში დავიწყეთ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა. დღეს სამუშაოების 70 პროცენტზე მეტი უკვე შესრულებულია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სამუშაოების ხარისხის შემოწმება ყოველკვირეულად ხდება. ეს პროექტი 2 000-ზე მეტ ბავშვს აუხდენს ოცნებას და მისცემს მათ...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
მერიასა და „სასტუმრო ბუდაპეშტის“ ინვესტორ კომპანია "ტიფლის დეველოპმენტს" შორის შეთანხმება ვერ შედგა. დედაქალაქის მთავრობაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი ზაქაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე ახალი ვერაფერი მოისმინა, ამიტომ ვაკის პარკის სადავო ტერიტორიაზე რესტორან „ბუდაპეშტის“ სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება.
როგორც ზაქაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, თბილისის მერიის მიერ შეთავაზებული 20 000 000 ლარის გადახდა ვირტუალური და არარეალურია, ხოლო მიწის ნაკვეთები,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































